ქვე-პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობა კაცხის მონასტერთან

21 სექტემბერი 2015
მუნიციპალიტეტი: ჭიათურა
დონორი: WB

 2015 წლის 1 ოქტომბერს 13:00 საათზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის შენობაში, გაიმართება ქვე-პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობა კაცხის მონასტერთან“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების სკრინინგისა და გარემოზე ზემოქმედების მიმოხილვის დოკუმენტებისა და მასზე თანდართული გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

 

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

საზოგადოების წარმომადგენლებს  შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობა შეუძლიათ:

 

      ·        საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202. საკონტაქტო პირი - ნინო პატარაშვილი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი,

მობ.: 5 77 38 22 92, ელ-ფოსტა: npatarashvili@mdf.org.ge 

 

      ·        ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ქ. ჭიათურა, ნინოშვილის ქუჩა №7,  ტელ: (0479)-25-25-55. საკონტაქტო პირი - ლალი კაპანაძე; ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მობ.: 599 332242; ელ-ფოსტა:  lali-ka@mail.ru

 

    საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია

 

     დოკუმენტის ნახვა ასევე შესაძლებელია ქვევით მითითებულ ბმულზე:

      

          გმ-კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობა კაცხის მონასტერთან