მიმდინარე ტენდერები

გამოქვეყნებულია: 15 აგვისტო 2019    /    ძალაშია: 15 აგვისტო 2020

შესყიდვის ზოგადი შეტყობინება - ბაკურიანის მუნიციპალური სერვისების პროექტი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს დაბა ბაკურიანისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი სესხის გამოყენებას ახალი სპეციალიზებული მანქანა-მექანიზმების შესყიდვის მიზნით. აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 5 მილიონი ევრო.
გამოქვეყნებულია: 5 ივლისი 2019    /    ძალაშია: 5 ივლისი 2020

შესყიდვის ზოგადი შეტყობინება - საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტისთვის - ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი სესხის გამოყენებას ახალი ავტობუსების შესყიდვის მიზნით. აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 19 მილიონი ევრო.
გამოქვეყნებულია: 1 ოქტომბერი 2018    /    ძალაშია: 30 სექტემბერი 2020

შესყიდვის ზოგადი შეტყობინება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციის (NEFCO) მიერ გამოყოფილი სესხისა და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფონდის (E5P) მიერ გამოყოფილი გრანტის გამოყენებას საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით: „საქართველოში საჯარო შენობების ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“. პროექტი, რომლის საერთო სავარაუდო ბიუჯეტი არის 4.7 მილიონი ევრო, მიზნად ისახავს ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას და განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვას ქვეყნის 25 საჯარო შენობაში.