მიმდინარე ტენდერები

გამოქვეყნებულია: 17 სექტემბერი 2020    /    ძალაშია: 30 ოქტომბერი 2020

ქ. მარტვილის N1 საჯარო სკოლის (ს/კ № 41.09.37.390) რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვა

ქ. მარტვილის N1 საჯარო სკოლის (ს/კ № 41.09.37.390) რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადდა NAT200014517 ელექტრონული ტენდერი.
გამოქვეყნებულია: 17 სექტემბერი 2020    /    ძალაშია: 2 ნოემბერი 2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოს საჯარო სკოლის (ს/კ № 41.07.31.009) რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოს საჯარო სკოლის (ს/კ № 41.07.31.009) რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადდა NAT200014515 ელექტრონული ტენდერი.
გამოქვეყნებულია: 17 სექტემბერი 2020    /    ძალაშია: 5 ნოემბერი 2020

.მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის (ს/კ № 41.18.35.005) რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვა

.მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის (ს/კ № 41.18.35.005) რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადდა NAT200014514 ელექტრონული ტენდერი.
გამოქვეყნებულია: 9 სექტემბერი 2020    /    ძალაშია: 23 ოქტომბერი 2020

ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლის (ს/კ № 80.06.66.025) რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვა

ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლის (ს/კ № 80.06.66.025) რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადდა NAT200014001 ელექტრონული ტენდერი.

გამოქვეყნებულია: 8 სექტემბერი 2020    /    ძალაშია: 20 ოქტომბერი 2020

საბავშვო ბაღების მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

კონტრაქტის/ტენდერის #: LCIP/CW/07-2020

საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (the Asian Development Bank) „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი რეგიონული განვითარებისთვის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოყენებულ იქნება საბავშვო ბაღების მშენებლობის განსახორციელებლად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული ტენდერი შედგება 2 ლოტისგან:
გამოქვეყნებულია: 8 სექტემბერი 2020    /    ძალაშია: 23 ოქტომბერი 2020

„ქ. თბილისში #82 საჯარო სკოლისა და #107 საჯარო სკოლის ენერგო-ეფექტურობის კომპონენტის გაუმჯობესებისთვის დიზაინი და რეაბილიტაცია”

კონტრაქტის/ტენდერის #: NEFCO/DB-GL-10-2020

საქართველომ მიიღო ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციისგან (NEFCO) დაფინანსება საქართველოში საჯარო შენობების ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენების პროექტის განსახორციელებლად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს კომპანიებს პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის: „ქ. თბილისში #82 საჯარო სკოლისა და #107 საჯარო სკოლის ენერგო-ეფექტურობის კომპონენტის გაუმჯობესებისთვის დიზაინი და რეაბილიტაცია”.
გამოქვეყნებულია: 8 ნოემბერი 2019    /    ძალაშია: 8 ნოემბერი 2020

შესყიდვის ზოგადი შეტყობინება - ბაკურიანის მუნიციპალური სერვისების პროექტი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს დაბა ბაკურიანისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი სესხის გამოყენებას ახალი სპეციალიზებული მანქანა-მექანიზმების შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 1 ოქტომბერი 2018    /    ძალაშია: 31 დეკემბერი 2020

შესყიდვის ზოგადი შეტყობინება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციის (NEFCO) მიერ გამოყოფილი სესხისა და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფონდის (E5P) მიერ გამოყოფილი გრანტის გამოყენებას საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით: „საქართველოში საჯარო შენობების ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“. პროექტი, რომლის საერთო სავარაუდო ბიუჯეტი არის 4.7 მილიონი ევრო, მიზნად ისახავს ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას და განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვას ქვეყნის 26 საჯარო შენობაში.