დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 28 აპრილი 2014    /    დასრულებული: 28 მაისი 2014

დუშეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ტენდერის #EIB/WIMPII/W/NCB/14

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად.
ძირითადი სამუშაოები მოიცავს ფოლადის და პოლიეთილენის მილების მონტაჟს, მიწის სამუშაოებს და ასფალტის საფარის აღდგენას.


გამოქვეყნებულია: 28 აპრილი 2014    /    დასრულებული: 5 მაისი 2014

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა

საკონსულტაციო მომსახურება განსახლების სამოქმედო გეგმის საფუძველზე საჩივრების შეფასებისათვის თელავის, ყვარლისა და დართლოს ქვე–პროექტების ფარგლებში
საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ერთობლივი თანადაფინანსებით ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტი კახეთის რეგიონში. პროექტის ღირებულებაა 75 მლნ აშშ დოლარი; ხანგრძლივობა - 2012-2016 წწ. აღნიშნული პროექტის მიზანია ინფრასტრუქტურული მომსახურებისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება კახეთის რეგიონში, ტურიზმზე დაფუძნებული ეკონომიკისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განვითარების მხარდაჭერის მიზნით (http://www.mdf-kakheti.com/), (http://www.kakheti.travel/).
გამოქვეყნებულია: 25 აპრილი 2014    /    დასრულებული: 27 მაისი 2014

ონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ტენდერის #EIB/WIMPII/W/NCB/21

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს ფოლადის და პოლიეთილენის მილების მონტაჟს, მიწის სამუშაოებს და ამორტიზებული სარეგულაციო მოწყობილობების შეცვლას.
დეტალებისთვის იხილეთ სატენდერო განცხადება.
გამოქვეყნებულია: 22 აპრილი 2014    /    დასრულებული: 7 მაისი 2014

მოთხოვნა ინტერესის გამოხატვაზე (EOI) - საერთაშორისო ინდივიდუალური ნაპირდაცვის ექსპერტის მოწვევა ბათუმისა და ანაკლიის ნაპირდაცვის პროექტებისათვის

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ; განმახორციელებელი ორგანო - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.აღნიშნული პროექტის მიზანია საკონსულტაციო მომსახურება საერთაშორისო ინდივიდუალური ნაპირდაცვის ინჟინრის მიერ ბათუმისა და ანაკლიის ნაპირდაცვის პროექტების ფარგლებში.
გამოქვეყნებულია: 17 აპრილი 2014    /    დასრულებული: 24 აპრილი 2014

განცხადება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვასთან დაკავშირებით

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს ქ. თბლისში 9 აპრილის ქ. N4-ში მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმნისტრაციულ შენობასთან მისასვლელი საავტომობილო გზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 04 აპრილის N623 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
გამოქვეყნებულია: 17 აპრილი 2014    /    დასრულებული: 19 მაისი 2014

წნორის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ტენდერის #EIB/WIMPII/W/NCB/05


საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს ფოლადის და პოლიეთილენის მილების მონტაჟს (სხვადასხვა დიამეტრის), ჭაბურღილების მოწყობას, მიწის სამუშაოებს და ასფალტის საფარის მოწყობას.

გამოქვეყნებულია: 16 აპრილი 2014    /    დასრულებული: 16 მაისი 2014

ასპინძის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ტენდერის #EIB/WIMPII/W/NCB/16

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს ფოლადის და პოლიეთილენის მილების მონტაჟს, მიწის სამუშაოებს და ასფალტის საფარის მოწყობას.
გამოქვეყნებულია: 16 აპრილი 2014    /    დასრულებული: 24 აპრილი 2014

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში (დიდი ხურვალეთი, გუგუტიანთკარი, კოშკა და ზარდიანთ კარი) წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობის, გორის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში (დიცი და ქვეში), ხაშურის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (წაღვლი) და ქარელის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში (აცოტი და კნოლევი) ჭაბურღილებისა და წყლის სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 16 აპრილი 2014    /    დასრულებული: 22 აპრილი 2014

განცხადება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვასთან დაკავშირებით

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შიდა გზებისა და საავტომობილო ხიდების რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 მარტის N371 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
გამოქვეყნებულია: 16 აპრილი 2014    /    დასრულებული: 22 აპრილი 2014

განცხადება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვასთან დაკავშირებით

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლებთან ქვემო წყლულეთი და ზემო წყლულეთი მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 მარტის N387განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.