დასრულებული ტენდერები
გამოქვეყნებულია: 28 ოქტომბერი 2013 / დასრულებული: 28 ოქტომბერი 2013
შეტყობინება კონტრაქტის მინიჭების შესახებ
რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულება - იყალთოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკონსერვაციო-სარესტავრაციო დოკუმენტაციის დეტალური პროექტის მომზადება.
გამოქვეყნებულია: 24 ოქტომბერი 2013 / დასრულებული: 15 ოქტომბერი 2013
მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე – კახეთის რეგიონში ტურისტულ სექტორში მუშახელის განვითარებისა და უნარჩვევების გაძლიერების საკონსულტაციო მომსახურება
საქართველომ მიმართა მსოფლიო ბანკს რეგიონული განვითარების პროექტის დასაფინანსებლად. აღნიშნული სახსრების ნაწილის გამოყენება დაგეგმილია საკონსულტაციო მომსახურებისათვის.
გამოქვეყნებულია: 21 ოქტომბერი 2013 / დასრულებული: 21 ოქტომბერი 2013
სოფლის 81 ამბულატორიის მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის მინისტრის #01-25/ნ ბრძანების შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას. აღნიშნული დაწესებულებები უნდა ახორციელებდნენ ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების პრევენციის, ფართოდ გავრცელებული დაავადებების სამკურნალო, სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მათ შორის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მწვავე და ქრონიკული დაავადებების მართვას ამბულატორიულ დონეზე, გერიატრიულ და პალიატრიურ მზრუნველობას.
გამოქვეყნებულია: 15 ოქტომბერი 2013 / დასრულებული: 15 ოქტომბერი 2013
სარეკლამო მომსახურება
სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს სარეკლამო მომსახურების (ბანერის ბეჭდვისა და სარეკლამო ბილბორდის დაქირავების) შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 11 ოქტომბერი 2013 / დასრულებული: 1 ნოემბერი 2013
წალენჯიხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია
საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს ფოლადის მილებით მაგისტრალური მილსადენის და პოლიეთილენის მილებით შიდა ქსელის, აგრეთვე ბეტონის ჭების და მომხმარებლების დაერთებების მოწყობას.
გამოქვეყნებულია: 10 ოქტომბერი 2013 / დასრულებული: 10 ოქტომბერი 2013
შეტყობინება კონტრაქტის მინიჭების შესახებ
რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულება - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დართლოს საცხოვრებელი სახლების არსებული ანაზომების გადამოწმება და დამატებითი აზომვა-ფიქსაციის სამუშაოების განხორციელება.
გამოქვეყნებულია: 3 ოქტომბერი 2013 / დასრულებული: 3 ოქტომბერი 2013
განცხადება ინტერესის გამოხატვის შესახებ
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით იწყებს თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების თემში შემავალი სოფლების წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას და შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ფართო გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამშენებლო კომპანიებს.
გამოქვეყნებულია: 26 სექტემბერი 2013 / დასრულებული: 26 სექტემბერი 2013
ქ. ონში ჩაჩაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია
საქართველომ მიიღო სესხი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისაგან (IBRD) რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებით (RMIDPII) დასაფინანსებლად და განზრახული აქვს ამ სესხის სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქ. ონში ჩაჩაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია (კონტრაქტის IBRD/RMIDPII/CW/NCB/69)
გამოქვეყნებულია: 20 სექტემბერი 2013 / დასრულებული: 20 სექტემბერი 2013
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. კრწანისში, კუმისში და თელეთში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები
სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. კრწანისში, კუმისში და თელეთში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოების შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 20 სექტემბერი 2013 / დასრულებული: 20 სექტემბერი 2013
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალაში და გამარჯვებში შიდა გზების მოასფალტება და ფოლადაანთკარში ხიდის და ბოგირის მშენებლობა
სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალაში და გამარჯვებში შიდა გზების მოასფალტების, აგრეთვე სოფ. ფოლადაანთკარში ხიდის და ბოგირის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით.