დასრულებული ტენდერები
გამოქვეყნებულია: 3 დეკემბერი 2013 / დასრულებული: 3 დეკემბერი 2013
მოწვევა შემოთავაზებების წარმოსადგენად
სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს ქალაქ ბოლნისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სანიაღვრე არხის მოწყობისა და მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სანიაღვრე კანალიზაციის მოწყობის სამუშაოების შესყიდვას. საქართველოს მთავრობის N1555 და N1552 განკარგულებების შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
გამოქვეყნებულია: 3 დეკემბერი 2013 / დასრულებული: 3 დეკემბერი 2013
მოწვევა შემოთავაზებების წარმოსადგენად
სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშას ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას. საქართველოს მთავრობის N1573 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
გამოქვეყნებულია: 3 დეკემბერი 2013 / დასრულებული: 3 დეკემბერი 2013
მოწვევა შემოთავაზებების წარმოსადგენად
სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში, საავტომობილო ხიდის მშენებლობისათვის, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას. საქართველოს მთავრობის N1578 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
გამოქვეყნებულია: 21 ნოემბერი 2013 / დასრულებული: 21 ნოემბერი 2013
მოწვევა შემოთავაზებების წარმოსადგენად
სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. მელეს მიმდებარედ მდ. ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე არსებული მყარი ნარჩენების პოლიგონის დამცავი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას. საკითხის გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 584,930 ლარი. სამუშაოების განხორციელების პერიოდია დეკემბერი 2013 – თებერვალი 2014.
გამოქვეყნებულია: 20 ნოემბერი 2013 / დასრულებული: 20 ნოემბერი 2013
განცხადება ინტერესის გამოხატვის შესახებ
სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების (გზის, წყალმომარაგების სისტემების, სამოქალაქო შენობა-ნაგებობების მშენებლობა და რეაბილიტაცია) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას და იწვევს დაინტერესებულ, კვალიფიციურ სამშენებლო კომპანიებს შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად.
გამოქვეყნებულია: 15 ნოემბერი 2013 / დასრულებული: 15 ნოემბერი 2013
ზოგადი შეტყობინება შესყიდვების შესახებ
საქართველომ მიიღო 40 მილიონი ევროს ოდენობის სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის II პროექტის დასაფინანსებლად და განზრახული აქვს სასესხო თანხის ნაწილი გამოიყენოს წინამდებარე პროექტის ფარგლებში საქონლის, სამუშაოების, მომიჯნავე მომსახურების და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვებისათვის.
გამოქვეყნებულია: 28 ოქტომბერი 2013 / დასრულებული: 28 ოქტომბერი 2013
შეტყობინება კონტრაქტის მინიჭების შესახებ
რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულება - იყალთოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკონსერვაციო-სარესტავრაციო დოკუმენტაციის დეტალური პროექტის მომზადება.
გამოქვეყნებულია: 24 ოქტომბერი 2013 / დასრულებული: 15 ოქტომბერი 2013
მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე – კახეთის რეგიონში ტურისტულ სექტორში მუშახელის განვითარებისა და უნარჩვევების გაძლიერების საკონსულტაციო მომსახურება
საქართველომ მიმართა მსოფლიო ბანკს რეგიონული განვითარების პროექტის დასაფინანსებლად. აღნიშნული სახსრების ნაწილის გამოყენება დაგეგმილია საკონსულტაციო მომსახურებისათვის.
გამოქვეყნებულია: 21 ოქტომბერი 2013 / დასრულებული: 21 ოქტომბერი 2013
სოფლის 81 ამბულატორიის მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის მინისტრის #01-25/ნ ბრძანების შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას. აღნიშნული დაწესებულებები უნდა ახორციელებდნენ ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების პრევენციის, ფართოდ გავრცელებული დაავადებების სამკურნალო, სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მათ შორის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მწვავე და ქრონიკული დაავადებების მართვას ამბულატორიულ დონეზე, გერიატრიულ და პალიატრიურ მზრუნველობას.
გამოქვეყნებულია: 15 ოქტომბერი 2013 / დასრულებული: 15 ოქტომბერი 2013
სარეკლამო მომსახურება
სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს სარეკლამო მომსახურების (ბანერის ბეჭდვისა და სარეკლამო ბილბორდის დაქირავების) შესყიდვის მიზნით.