დასრულებული ტენდერები
გამოქვეყნებულია: 10 მარტი 2014 / დასრულებული: 17 მარტი 2014
მოთხოვნა ინტერესის გამოხატვაზე სოციალური უსაფრთხოების კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისი-რუსთავის საქალაქო კავშირის პროექტისთვის (Urban Link Project) (მონაკვეთი 2)
პროექტს აფინანსებს საქართველოს მთავრობა და აზიის განვითარების ბანკი (ADB). პროექტის განმახორციელებლი სააგენტოა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF). პროექტი ითვალისწინებს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას, კერძოდ, თბილისს და რუსთავს შორის 17,1 კმ სიგრძის 2-ხაზიანი გზის მოდერნიზაციას საერთაშორისო სტანდარტამდე, „I კატეგორიის“ გზატკეცილამდე, 4 ხაზით და 100-120 კმ/სთ საერთო საპროექტო სიჩქარით, და მოიცავს „ქალაქის ბულვარის“ მონაკვეთს შემცირებული ჩქაროსნული რეჟიმით. პროექტი ისახავს ორ ძირითად მიზანს: (1) ადგილობრივი და საქალაქო, რაც დაკავშირებულია თბილისს და რუსთავს შორის საქალაქო კავშირის გაუმჯობესებასთან; (2) საერთაშორისო, აზერბაიჯანს და საქართველოს შორის, და ამგვარად კასპიის ზღვას (ბაქოს პორტი) და შავ ზღვას (ფოთის და ბათუმის პორტები) შორის კავშირის გაფართოვება.
გამოქვეყნებულია: 10 მარტი 2014 / დასრულებული: 11 მარტი 2014
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ავეჯის (რბლი სავარძლების) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ავეჯის (რბლი სავარძლების) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
გამოქვეყნებულია: 10 მარტი 2014 / დასრულებული: 21 მარტი 2014
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სარეკლამო მომსახურების (ბანერის ბეჭდვისა და სარეკლამო ბილბორდის დაქირევების) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სარეკლამო მომსახურების (ბანერის ბეჭდვისა და სარეკლამო ბილბორდის დაქირევების) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
გამოქვეყნებულია: 10 მარტი 2014 / დასრულებული: 21 მარტი 2014
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სარეკლამო კამპანიის (სატელევიზიო სარეკლამო რგოლის, რადიო რგოლისა და საბანერო განთავსების) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სარეკლამო კამპანიის (სატელევიზიო სარეკლამო რგოლის, რადიო რგოლისა და საბანერო განთავსების) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
გამოქვეყნებულია: 7 მარტი 2014 / დასრულებული: 21 მარტი 2014
მოთხოვნა ინტერესის გამოხატვაზე მეტროს სპეციალისტის და ტექნიკური კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისის მეტროს მე-2 ხაზის გაფართოვების (განშტოების) და უნივერსიტეტის სადგურის შექმნის სამუშაოების მეთვალყურეობისთვის
პროექტს აფინანსებს საქართველოს მთავრობა და აზიის განვითარების ბანკი (ADB). ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს დაინტერესების გამოხატვას მეტროს საერთაშორისო სპეციალისტის და ტექნიკური კონსულტანტის შერჩევაზე თბილისის მეტროს მე-2 ხაზის გაფართოვების (განშტოების) და უნივერსიტეტის სადგურის შექმნის სამუშაოების მეთვალყურეობისთვის.
გამოქვეყნებულია: 4 მარტი 2014 / დასრულებული: 11 მარტი 2014
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ავეჯის (საოფისე გორგოლაჭებიანი სავარძლების) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ავეჯის (საოფისე გორგოლაჭებიანი სავარძლების) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით
გამოქვეყნებულია: 28 თებერვალი 2014 / დასრულებული: 21 მარტი 2014
ტენდერზე მოწვევის განცხადება
საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროექტის დასაფინანსებლად და აღნიშნული გრანტის ნაწილის გამოყენებას აპირებს სანიტარული გაუმჯობესების, საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების და დრენაჟის სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა კოტეჯური ტიპის დასახლებებში - მცხეთა თიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში
გამოქვეყნებულია: 27 თებერვალი 2014 / დასრულებული: 27 თებერვალი 2014
შეტყობინება კონტრაქტის მინიჭების შესახებ
რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულება - სოფ. დართლოს საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება.
გამოქვეყნებულია: 27 თებერვალი 2014 / დასრულებული: 13 მარტი 2014
ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - კახეთის რეგიონში ტურიზმისა და პროექტის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება
საქართველომ მოითხოვა დაფინანსება მსოფლიო ბანკისაგან რეგიონული განვითარების პროექტის დასაფინანსებლად და დაგეგმილია ამ თანხის ნაწილი გამოიყენოს საკონსულტაციო მომსახურებისათვის.
საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგიის განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონული განვითარების პროექტის შეფასებას, განხორციელებასა და ეფექტურობას. საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი საქმიანობების განხორციელება: (i) კახეთის რეგიონში ტურიზმის სექტორის ამჟამინდელი მდგომარეობის დეტალური შეფასება და (ii) მექანიზმების შემუშავება მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელი საქმიანობებისა და ეფექტურობის მონიტორინგისათვის, რათა გაიზარდოს ვიზიტორთა რაოდენობა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, დასაქმება და ტურიზმთან დაკავშირებული ინვესტიციები.

გამოქვეყნებულია: 27 თებერვალი 2014 / დასრულებული: 14 მარტი 2014
ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - თელავის ჩამდინარი წყლების გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება და წყალტუბოსა და თელავის გამწმენდი ნაგებობებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება
საქართველომ მოითხოვა დაფინანსება შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოსაგან ჩამდინარი წყლების მდგრადი განკარგვის პროექტის დასაფინანსებლად და აპირებს ამ თანხის ნაწილი გამოიყენოს საკონსულტაციო მომსახურებისათვის.
საკონსულტაციო მომსახურება (“მომსახურება”) მოიცავს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებასა და ტექნიკური მახასიათებლების აღწერასა და მომზადებას წყალტუბოსა და თელავის ჩამდინარი წყლების გამწმენდი ნაგებობებისთვის. კონსულტანტი მჭიდროდ ითანამშრომლებს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან. სამუშაოების მოცულობა შემოიფარგლება ჩამდინარი წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციით, დამაკავშირებელი წერტილებიდან - არსებული საკანალიზაციო ქსელის ჩათვლით, რაც განსაზღვრულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტში.