დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 31 იანვარი 2014    /    დასრულებული: 4 მარტი 2014

საინჟინრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა ქ. ზუგდიდში

საქართველოს მთავრობამ მიიღო გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური დახმარება დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების საგანგებო რეაბილიტაციის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული პროექტის დასაფინანსებლად, რაც ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა 8 სახლიანი საცხოვრებელი უბანის გარე საინჟინრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ტერიტორიის კეთილმოწყობას ქ. ზუგდიდში (#KfW/CW/LCB/05).
გამოქვეყნებულია: 19 დეკემბერი 2013    /    დასრულებული: 1 იანვარი 2014

გამარტივებული ელექტრონული ტენდერი

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (მონიტორი, ლაზერული პრინტერი, კლავიატურა, ყურსასმენი, დინამიკი და სხვ.) შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 19 დეკემბერი 2013    /    დასრულებული: 1 იანვარი 2014

გამარტივებული ელექტრონული ტენდერი

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს 30 ერთეული პორტაბელური კომპიუტერის (ლეპტოპი) შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 19 დეკემბერი 2013    /    დასრულებული: 16 იანვარი 2014

წალენჯიხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია (ტენდერის #EIB/WIMP/W/NCB/08-2)

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს ფოლადის მილებით მაგსიტრალური მილსადენის და პოლიეთილენის მილებით შიდა ქსელის, აგრეთვე ბეტონის ჭების და მომხმარებლების დაერთებების მოწყობას.
გამოქვეყნებულია: 17 დეკემბერი 2013    /    დასრულებული: 17 დეკემბერი 2013

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 14 დეკემბერი 2013    /    დასრულებული: 6 თებერვალი 2014

პიკაპების მიწოდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომომარაგების კომპანიისათვის

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომომარაგების კომპანიისათვის 40 ცალი პიკაპის მიწოდების მიზნით.
გამოქვეყნებულია: 13 დეკემბერი 2013    /    დასრულებული: 19 დეკემბერი 2013

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მაფორმირებელ კომპონენტებში ნეგატიური შეფასებების მიზეზების კვლევა

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს კვლევებთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 11 დეკემბერი 2013    /    დასრულებული: 17 დეკემბერი 2013

სატელევიზიო რგოლის (კლიპი), რადიო რგოლის, გარე რეკლამის ბანერის დიზაინისა და ინტერნეტ ფლეშ-ბანერის შესყიდვა

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს სატელევიზიო რგოლის (კლიპი),რადიო რგოლის, გარე რეკლამის ბანერის დიზაინისა და ინტერნეტ ფლეშ-ბანერის შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 10 დეკემბერი 2013    /    დასრულებული: 10 დეკემბერი 2013

მოწვევა შემოთავაზებების წარმოსადგენად

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს ქალაქ ბოლნისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სანიაღვრე არხის მოწყობისა და მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სანიაღვრე კანალიზაციის მოწყობის სამუშაოების შესყიდვას. საქართველოს მთავრობის N1555 და N1552 განკარგულებების შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
გამოქვეყნებულია: 4 დეკემბერი 2013    /    დასრულებული: 10 დეკემბერი 2013

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაჭედილი-ბალდა-მამათას მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს მარტვილის მუნიციპალიტეტში გაჭედილი-ბალდა-მამათას მონასტერთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.