დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 27 ივნისი 2014    /    დასრულებული: 29 ივლისი 2014

ქ. თელავში ბატონის ციხის რესტავრაციის (ფაზა 2)

ტენდერის # IBRD/RDP/CW/NCB/06-2014-1

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქ. თელავში ბატონის ციხის (სასახლე) რესტავრაცია (ფაზა 2). სასახლის რესტავრაციის პროექტი ითვალისწინებს ნაგებობის დაზიანებული ნაწილების შეცვლას, და 1980-იანი წლების სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელებისას მიღებული რიგი არამართებული გადაწყვეტების კორექციას. იცვლება სახურავისა და აივნების ხის მზიდი კონსტრუქციები გადახურვის ფენილები, ხის აჟურული ვიტრაჟები და კარები, აგურის იატაკი.
გამოქვეყნებულია: 26 ივნისი 2014    /    დასრულებული: 10 ივლისი 2014

შეტყობინება კონტრაქტის მინიჭების შესახებ

შპს ,,ყვარლის ბაგა“-ს მისასვლელი გზის, წყალმომარაგების, გაზმომარაგების და ტელეკომუნიკაციის ქსელების მოწყობის სამუშაოები

IBRD/RDP/CW/NCB/27-2014
გამოქვეყნებულია: 26 ივნისი 2014    /    დასრულებული: 26 აგვისტო 2014

მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

ქ. თბილისში მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელება და მეტროსადგურ - "უნივერსიტეტის" მშენებლობა

საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის - პირველი ტრანშით გათვალისწინებული პროექტების დასაფინანსებლად. სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ქ. თბილისში მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელებისა და მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" სამშენებლო სამუშაოებისათვის. ტენდერი ღიაა მხოლოდ იმ მონაწილეთათვის, რომლებიც წარმოდგენილია აზიის განვითარების ბანკის (ADB) წევრი ქვეყნებიდან.
გამოქვეყნებულია: 23 ივნისი 2014    /    დასრულებული: 7 ივლისი 2014

შეტყობინება კონტრაქტის მინიჭების შესახებ

კონტრაქტის საიდენტიფიკაციო ნომერი: IDA/RDPII/CW/NCB/01-1-2014-L1

ქ. წყალტუბოს წრიული გზის სანიაღვრე სისტემის და წრიული გზის საფარის რეაბილიტაცია (ფაზა 2) IDA/RDPII/CW/NCB/01-1-2014-L1
გამოქვეყნებულია: 20 ივნისი 2014    /    დასრულებული: 28 ივლისი 2014

წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II-სთვის (EIB) საერთაშორისო ტექნიკური დამხმარე კონსულტანტის შერჩევა

საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) მიიღო სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II-სთვის (WIMPII). აღნიშნული ინტერესის გამოხატვის მოწვევა ეხება საერთაშორისო ტექნიკური დამხმარე კონსულტანტის შერჩევას. კონსულტანტი შერჩეული იქნება შეზღუდული საერთაშორისო ტენდერის პროცედურის შესაბამისად.
გამოქვეყნებულია: 20 ივნისი 2014    /    დასრულებული: 28 ივლისი 2014

წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II-სთვის (EIB) საერთაშორისო შესყიდვების კონსულტანტის შერჩევა

საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) მიიღო სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II-სთვის (WIMPII). აღნიშნული ინტერესის გამოხატვის მოწვევა ეხება საერთაშორისო შესყიდვების კონსულტანტის შერჩევას. კონსულტანტი შერჩეული იქნება შეზღუდული საერთაშორისო ტენდერის პროცედურის შესაბამისად.
გამოქვეყნებულია: 20 ივნისი 2014    /    დასრულებული: 19 აგვისტო 2014

მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად - ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობა ანაკლიაში, ფაზა II

საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის - მე-3 ტრანშის ხარჯების დასაფარად. ამ სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ანაკლიის ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობის მე-2 ფაზის დაფინანსებისათვის. ტენდერი ღიაა მხოლოდ იმ მონაწილეთათვის, რომლებიც წარმოდგენილია აზიის განვითარების ბანკის (ADB) წევრი ქვეყნებიდან.
გამოქვეყნებულია: 16 ივნისი 2014    /    დასრულებული: 16 ივნისი 2014

შეტყობინება კონტრაქტის მინიჭების შესახებ

რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულება - ვიზიტორთა მართვის გეგმის განვითარება და ექსპოზიციის მოწყობა ბატონის ციხის არქიტექტურული კომპლექსისთვის.
გამოქვეყნებულია: 4 ივნისი 2014    /    დასრულებული: 11 ივნისი 2014

მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე საერთაშორისო სოციალური უსაფრთხოების კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისი-რუსთავის საქალაქო კავშირის პროექტისთვის (Urban Link Project) (მონაკვეთი 2)

პროექტს აფინანსებს საქართველოს მთავრობა და აზიის განვითარების ბანკი (ADB). პროექტის განმახორციელებლი ორგანოა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF). პროექტი ითვალისწინებს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას, კერძოდ, თბილისს და რუსთავს შორის 17,1 კმ სიგრძის 2-ხაზიანი გზის მოდერნიზაციას საერთაშორისო სტანდარტამდე, „I კატეგორიის“ გზატკეცილამდე, 4 ხაზით და 100-120 კმ/სთ საერთო საპროექტო სიჩქარით, და მოიცავს „ქალაქის ბულვარის“ მონაკვეთს შემცირებული ჩქაროსნული რეჟიმით. პროექტი ისახავს ორ ძირითად მიზანს: (1) ადგილობრივი და საქალაქო, რაც დაკავშირებულია თბილისს და რუსთავს შორის საქალაქო კავშირის გაუმჯობესებასთან; (2) საერთაშორისო, აზერბაიჯანს და საქართველოს შორის, და ამგვარად კასპიის ზღვას (ბაქოს პორტი) და შავ ზღვას (ფოთის და ბათუმის პორტები) შორის კავშირის გაფართოვება.
გამოქვეყნებულია: 3 ივნისი 2014    /    დასრულებული: 5 ივნისი 2014

განცხადება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვაზე

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს “დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკასა და არხოტის თემის სოფლების ახიელი-ჭიმღა-ამღას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვაზე” და იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.