დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 18 იანვარი 2016    /    დასრულებული: 27 იანვარი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ - ჭიათურის მუნიციპალიტეტში გონდოლებიანი საბაგიროების დასაწყობებისათვის საჭირო სასაწყობო შენობა-ნაგებობის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N2831 განკარგულების თანახმად ჭიათურის მუნიციპალიტეტში გონდოლებიანი საბაგიროების დასაწყობებისათვის საჭირო სასაწყობო შენობა-ნაგებობის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი.
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი 2016    /    დასრულებული: 14 იანვარი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის N2424 განკარგულებისა და 2015 წლის 19 ნოემბრის N2460 განკარგულების თანახმად რეგიონალური განვითარების მე-3 პროექტის (RDP3) ფარგლებში ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ტენდერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი 2016    /    დასრულებული: 15 იანვარი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის N2424 განკარგულებისა და 2015 წლის 19 ნოემბრის N2460 განკარგულების თანახმად რეგიონალური განვითარების მე-3 პროექტის (RDP3) ფარგლებში დუშეთის ცენტრალური პარკისა და მიმდებარე ისტორიული განაშენიანების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი. ტენდერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
გამოქვეყნებულია: 8 იანვარი 2016    /    დასრულებული: 8 თებერვალი 2016

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების: სალხინო-ლეცავე-ბალდას გზის რეაბილიტაცია

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: „მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების: სალხინო-ლეცავე-ბალდას გზის რეაბილიტაცია“ - SRMIDP/CW/NCB/31-2016
გამოქვეყნებულია: 29 დეკემბერი 2015    /    დასრულებული: 11 თებერვალი 2016

ქობულეთის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის დასრულების სამუშაოები ტენდერის № EBRD/W/ICT/01-2015-Kobuleti

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალური წყლის პროექტის განხორციელებას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) (“ბანკი”) მიერ გამოყოფილი სესხის საშუალებით.
შესასრულებელი სამუშაოები მოიცავს: ქობულეთის საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის დასრულების სამშენებლო სამუშაოებს.
გამოქვეყნებულია: 17 დეკემბერი 2015    /    დასრულებული: 5 იანვარი 2016

მოწვევა ფასთა კოტირებაზე - კაცხის და უბისის მონასტრების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები

კონტრაქტის/ფასთა კოტირების #: IDA/RDPII/CW/SH/18-2015-1

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: კაცხის და უბისის მონასტრების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები.
გამოქვეყნებულია: 16 დეკემბერი 2015    /    დასრულებული: 21 დეკემბერი 2015

გამარტივებული ელექტრონული ტენდერი - სტალინის ქუჩის რეაბილიტაციის და საკანალიზაციო სისტემის მოწყობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრის N2533 განკარგულების საფუძველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, სტალინის ქუჩის რეაბილიტაციის და საკანალიზაციო სისტემის მოწყობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა ხელახალი ტენდერი.

ტენდერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
გამოქვეყნებულია: 16 დეკემბერი 2015    /    დასრულებული: 21 დეკემბერი 2015

განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ფონდის ოფისისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით (SPA150034515). შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 53000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2015 წლის 21 დეკემბერს 17:30 საათზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
გამოქვეყნებულია: 14 დეკემბერი 2015    /    დასრულებული: 18 დეკემბერი 2015

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ფონდის ელექტრონული-საინფორმაციო სისტემით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით (SPA150034175). შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 23040 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2015 წლის 18 დეკემბერს 16:00 საათზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:

გამოქვეყნებულია: 10 დეკემბერი 2015    /    დასრულებული: 16 დეკემბერი 2015

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ - თაინეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჟებოტაში ამაღლების სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N2462 განკარგულების საფუძველზე სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს თაინეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჟებოტაში ამაღლების სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.