დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 30 ნოემბერი 2016    /    დასრულებული: 21 დეკემბერი 2016

განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - SPA160029524 თანამშრომელთა (მათი ოჯახის წევრების) ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 252000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 21 დეკემბერს 16:00 საათზე.
გამოქვეყნებულია: 30 ნოემბერი 2016    /    დასრულებული: 30 დეკემბერი 2016

სოფელ მატანის სპორტული კომპლექსის და გზის რეაბილიტაცია

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: „სოფელ მატანის სპორტული კომპლექსის და გზის რეაბილიტაცია“ - SRMIDP/CW/NCB/32-2016
გამოქვეყნებულია: 28 ნოემბერი 2016    /    დასრულებული: 28 დეკემბერი 2016

თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის (მე-2 მონაკვეთის)

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (SUTIP) მესამე ტრანშის ფარგლებში თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის თბილისი - რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის (მე-2 მონაკვეთის) სამუშაოების ტენდერზე მიღებულია გადაწყვეტილება კონტრაქტის მინიჭების შესახებ. გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილი ინგლისურ ენაზე:
გამოქვეყნებულია: 22 ნოემბერი 2016    /    დასრულებული: 30 ნოემბერი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 22 ნოემბერი 2016    /    დასრულებული: 30 ნოემბერი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წეროვანთან და აღნიშნული სოფლის საბავშვო ბაღთან მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 22 ნოემბერი 2016    /    დასრულებული: 13 დეკემბერი 2016

განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული ძველი საბაგირო სადგურებისა და საბაგირო-სატრანსპორო სისტემების სადემონტაჟო სამუშაოებისა და ახალი რევერსიული გონდოლებიანი საბაგიროს სამონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების წარმოების ეტაპების საექსპერტო შეფასების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 18 ნოემბერი 2016    /    დასრულებული: 14 დეკემბერი 2016

გადაწყვეტილება კონტრაქტის მინიჭების შესახებ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბუკისციხე- ზემო სურების გზის რეაბილიტაცია.

ტენდერის/კონტრაქტის საიდენტიფიკაციო ნომერი: #EIB/MIMP/W/NCB/29-2016
გამოქვეყნებულია: 15 ნოემბერი 2016    /    დასრულებული: 29 ნოემბერი 2016

შეტყობინება ფასთა კოტირების შედეგების შესახებ

შუამთისა და იყალთოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის აღჭურვილობის მიწოდება; #IBRD/RDP/G/SH/03-2016-L3 (ლოტი N3 – დაცვის სისტემების მიწოდება და მოწყობა);