დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 4 მაისი 2018    /    დასრულებული: 28 მაისი 2018

განცხადება (DAP) ელექტრონული ტენდერის შესახებ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ციხე-ქალაქ უჯარმის მიმდებარედ არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სამშენებლო სამუშაოები

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2018 წლის 4 მაისს, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ციხე-ქალაქ უჯარმის მიმდებარედ არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 69`447.00 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2018 წლის 28 მაისს 15:30 საათზე.
გამოქვეყნებულია: 4 მაისი 2018    /    დასრულებული: 29 მაისი 2018

განცხადება (DAP) ელექტრონული ტენდერის შესახებ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩაზე მდებარე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს აღდგენა-რესტავრაციის სამშენებლო სამუშაოები

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2018 წლის 4 მაისს, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩაზე მდებარე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს აღდგენა-რესტავრაციის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 2`147`343.00 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2018 წლის 29 მაისს 15:00 საათზე.
გამოქვეყნებულია: 1 მაისი 2018    /    დასრულებული: 31 მაისი 2018

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის არსებული პროექტის განხილვა და დეტალური პროექტის მომზადება

Ref. No: SUTIP1/C/QCBS/06-2018

პროექტი ფინანსდება საქართველოს მთავრობისა (სმ) და აზიის განვითარების ბანკის მიერ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) წარმოადგენს პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას.
გამოქვეყნებულია: 1 მაისი 2018    /    დასრულებული: 31 მაისი 2018

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში მიმავალი გზის რეაბილიტაცია

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში მიმავალი გზის რეაბილიტაცია“- SRMIDP/CW/NCB/40-2018
გამოქვეყნებულია: 1 მაისი 2018    /    დასრულებული: 30 მაისი 2018

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - მარშალ გელოვანის გამზირზე „ვეფხი და მოყმეს“ ძეგლთან სატრანსპორტო კვანძისა (სატრანსპორტო კვანძი) და მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის (ლისის გზა) მშენებლობების ზედამხედველობა

Ref. No: SUTIP1/C/QCBS/08-2018

პროექტი ფინანსდება საქართველოს მთავრობისა (სმ) და აზიის განვითარების ბანკის მიერ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) წარმოადგენს პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას.
გამოქვეყნებულია: 30 აპრილი 2018    /    დასრულებული: 30 მაისი 2018

მცხეთის მუნიციპალიტეტში ზედაზენის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

კონტრაქტის/ტენდერის # IBRD/RDPIII/CW/NCB/31-2017

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: მცხეთის მუნიციპალიტეტში ზედაზენის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

გამოქვეყნებულია: 27 აპრილი 2018    /    დასრულებული: 21 მაისი 2018

განცხადება (DAP) ელექტრონული ტენდერის შესახებ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე შპს „ჯინო ველნეს გრუპ“-ის დასასვენებელი კომპლექსის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე შპს „ჯინო ველნეს გრუპ“-ის დასასვენებელი კომპლექსის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 148 409 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2018 წლის 21 მაისს 15:30 საათზე.
გამოქვეყნებულია: 24 აპრილი 2018    /    დასრულებული: 2 ივლისი 2018

ქობულეთის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის ლამის გაუწყლოვნების სისტემის მოწოდება და მონტაჟი

კონტრაქტის/ტენდერის # EBRD/DSI/ICT/01-2018

საქართველომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისაგან (EBRD) მიიღო დაფინანსება „ქობულეთის წყალარინების პროექტის“ განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქობულეთის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის ლამის გაუწყლოვნების სისტემის მოწოდება და მონტაჟი
გამოქვეყნებულია: 20 აპრილი 2018    /    დასრულებული: 18 მაისი 2018

განცხადება კონკურსის ჩატარების შესახებ - “სოფელ ჭაჭკარის განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით“

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს (
CNT180000018) “სოფელ ჭაჭკარის განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით“. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 253 333 ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) გარეშე . წინადადების მიღების ვადა სრულდება 2018 წლის 18 მაისს 13:30 საათზე.
გამოქვეყნებულია: 13 აპრილი 2018    /    დასრულებული: 14 მაისი 2018

წნორის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია (დარჩენილი სამუშაოები)

კონტრაქტის/ტენდერის #: EIB/WIMPII/RT/04-2018

საქართველომ მიიღო დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მეორე პროექტის (WIMPII) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის:
წნორის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია (დარჩენილი სამუშაოები).