მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე - ზომების გატარება იძულებით გადაადგილებულ პირთა თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის

გამოქვეყნებულია: 20 თებერვალი 2015    /    ძალაშია: 27 თებერვალი 2015

 იძულებით გადაადგილებულ პირთა თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის თანმხლები ზომების გატარება წარმოადგენს ძირითადი გრანტით დაფინანსებული პროექტის - "იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების საგანგებო რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში" -  დამატებით კომპონენტს.

სამშენებლო სამუშაოების შედეგად 540-ზე მეტმა   იგპ ოჯახმა მიიღო სათანადო საცხოვრებელი ახლადაშენებულ და რეაბილიტირებულ სახლებში ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისსა და წყალტუბოში.

 

თანმხლები ზომების მიზანს წარმოადგენს დაეხმაროს ახალმოსახლეებს დაარსონ მოსახლეთა ასოციაციები, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მათი მეშვეობით მოახდინონ იმ საქმიანობების ორგანიზება, რომელიც გამიზნულია მრავალჯერადი შედეგების მისაღწევად, როგორიცაა:    საზოგადოებრივი საკუთრების შეგრძნების განვითარება, ინვესტიციების შენარჩუნება მოვლა-პატრონობის გაუმჯობესების გზით, სამუშაო ადგილების შექმნა, შემოსავლის მომტანი ეკონომიკური ერთეულების შექმნა.

 

განცხადების დეტალური ტექსტი მოცემულია ინგლისურ ენაზე. გთხოვთ იხილოთ თანდართული ბმული: 

 

    EOI 20-02-2014