მოწვევა სატენდერო წინადადებების წარმოდგენაზე - სოფ. იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს „ქვევრის სახლი“-ს მშენებლობა

გამოქვეყნებულია: 24 ნოემბერი 2014    /    ძალაშია: 24 დეკემბერი 2014

კონტრაქტის/ტენდერის #: IBRD/RDP/CW/NCB/29-2014

 

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული  განვითარების პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: სოფ. იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს „ქვევრის სახლი“-ს მშენებლობა

 

ქვევრის სკოლა-სახელოსნოს შენობა შედგება სამსართულიანი ადმინისტრაციული და ერთსართულიანი საწარმოო (ქვევრის დასამზადებელი საამქრო) ნაწილისაგან.

პროექტით გათვალისწინებულია: ქვევრის სკოლა-სახელოსნოსქვევრის სახლი“- შენობის სამშენებლო, წყალსადენ-კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, ელ.ტექნიკური, გათბობა-გაგრილება ვენტილაციის, გაზმომარაგების, ტერიტორიის კეთილმოწყობის  და ტერიტორიაზე არსებული შენობების სადემონტაჟო სამუშაოები.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:

                 

                https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=130774&lang=ge