საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის N185 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის (ფოთის და ჩხოროწყუს ლოკაციები) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 1 მაისი 2023    /    ძალაშია: 18 მაისი 2023

  სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - NAT230009455 საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის N185 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, Design-Build მეთოდით, სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის (ფოთის და ჩხოროწყუ ლოკაციები) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულები შესყიდვის მიზნით.        


შესყიდვის გამოცხადების თარიღი: 2023 წლის 01 მაისი

 

წინადადებების მიღება იწყება: 2023 წლის 15 მაისს

 

წინადადებების მიღება მთავრდება: 2023 წლის 18 მაისს, 16:00 საათზე  

 

პრეისკურანტების სავარაუდო ჯამური ღირებულება: 308,002.77 ლარი, დღგ-ს გარეშე

 

სახელშეკრულებო ღირებულება: 6,000,000.00 ლარი, დღგ-ს ჩათვლით

 

 

დეტალური ინფორმაციის გასაცნობად გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული:

 

tenders.procurement.gov.ge/public/