სასკოლო შენობების კონსტრუქციების მზიდუნარიანობის, სივრცითი სიხისტის, მდგრადობის, სტრუქტურული მთლიანობისა და სეისმომედეგობის დეტალური გამოკვლევა და რეკომენდაციები მათ აღდგენასა და გაძლიერებაზე

გამოქვეყნებულია: 18 აპრილი 2023    /    ძალაშია: 31 მაისი 2023

 საქართველომ მიიღო ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციისგან (NEFCO) დაფინანსება საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტის განსახორციელებლად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს კომპანიებს შემდეგი საკონსულტაციო მომსახურებისთვის: „სასკოლო შენობების კონსტრუქციების მზიდუნარიანობის, სივრცითი სიხისტის, მდგრადობის, სტრუქტურული მთლიანობისა და სეისმომედეგობის დეტალური გამოკვლევა და რეკომენდაციები მათ აღდგენაზე და გაძლიერებაზე“ სამ ლოტად შემდეგ რეგიონებში:

 
NEFCO/S-L-1-2023-Lot-1: ლოტი 1 - თიანეთში (ღულელების, სიმონიანთქხევის, სიონის საჯარო სკოლები) და გორში (მერეთის საჯარო სკოლა);
NEFCO/S-L-1-2023-Lot-2: ლოტი 2 - წალკაში (საყდრიონის, ნარდევანის, განთიადის, ბარეთის საჯარო სკოლები);
NEFCO/S-L-1-2023-Lot-3: ლოტი 3 - ასპინძაში (ნაქალაქევის და ორშას საჯარო სკოლები), ახალციხეში (ურაველას საჯარო სკოლა) და ამბროლაურში (ბუგეულის საჯარო სკოლა).
 
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე: