განცხადება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია: 8 მაისი 2014    /    ძალაშია: 20 მაისი 2014

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს ქ. თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული „თელავის ხევის“  ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის და რეაბილიტაციის დეტალური საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად  მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 მარტის N384  განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

საუკეთესო შემოთავაზების მიღების მიზნით, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს საპროექტო მომსახურების შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად.

 

შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 28000 ლარს.

 

შესყიდვის ობიექტის ირგვლივ დეტალური ინფორმაცია, წინადადებებისა და მოთხოვნილი ინფორმაციის ჩამონათვალი მოცემულია დოკუმენტაციაში (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი).

 

დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი წინადადებები  და მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 20 მაისის 16:00 საათიდან 17:00 საათამდე დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, მე-3 სართული, ოთახი N 301 -  სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

 

აღნიშნული  პროცედურა არ წარმოადგენს ელექტრონულ და გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს, შესაბამისად მასზე არ ვრცელდება ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესები.

 

დამატებითი ინფორმაცია ასევე შესაძლებელია მიიღოთ შემდეგი პირისგან - გიორგი ბულეიშვილი სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი: ტელ: +995 32 2437001/02/03/04 (შიდა ნომერი 405).

 

განკარგულება

 

დოკუმენტაცია