აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისათვის ახალი ტექნოლოგიური და ინოვაციური სამეცნიერო ციფრული მუზეუმის მოწყობა

გამოქვეყნებულია: 5 თებერვალი 2021    /    ძალაშია: 19 თებერვალი 2021

 მოგესალმებით,


სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP3) ფარგლებში გეგმას აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისათვის ახალი ტექნოლოგიური და ინოვაციური სამეცნიერო ციფრული მუზეუმის მოწყობას. აღნიშნულის განსახორციელებლად პირველ ეტაპზე საჭიროა ციფრული მუზეუმის კონცეფციის შემუშავება.

 

შესაბამისად, მგფ ატარებს ბაზრის კვლევას აღნიშნული მომსახურების გასაწევად მსგავსი გამოცდილების მქონე დაინტერესებული პირების გამოვლენისა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების და ხანგრძლივობის დადგენის მიზნით.

 

მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული ტექნიკური დავალება (ინგლისურ ენაზე).

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 19 თებერვლის 15:00 საათისა წარმოგვიდგინოთ შესყიდვის ობიექტის საერთო სავარაუდო ღირებულება და ხანგრძლივობა, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: procurement@mdf.org.ge

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ეკა ეზუგბაია

შესყიდვების კონსულტანტი

577 44 73 77

eezugbaia@mdf.org.ge

 

პატივისცემით,

შესყიდვების დეპარტამენტი

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

 

TOR_AbastumaniDigitalMuseum.pdf