ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - ქ. თელავისა და წყალტუბოს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება

გამოქვეყნებულია: 2 ივნისი 2015    /    ძალაშია: 18 ივნისი 2015

 საქართველომ მიიღო დაფინანსება შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოსაგან ჩამდინარი წყლების მდგრადი განკარგვის პროექტის დასაფინანსებლად  და აპირებს ამ თანხის ნაწილი გამოიყენოს საკონსულტაციო მომსახურებისათვის.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოში წყლის და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებას ქ. თელავსა და წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოების უზრუნველყოფით.

საკონსულტაციო მომსახურება („მომსახურება“) მოიცავს ქ. თელავსა და წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოების ყოველდღიურ ზედამხედევლობას. აღნიშნული დავალების ძირითადი მიზანია სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების კონტროლის განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მშენებლობის მაღალი ხარისხი, სამუშაოს შესრულების ვადები და კონტრაქტით გათვალისწინებული ტექნიკური სპეციფიკაციებისა და პროექტის შესაბამისობა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს გრძელვადიან მდგრადობას რეაბილიტირებული სამუშაოების ექსპლუატაციის პერიოდში.  

   

დეტალები იხილეთ ბმულზე:

 

 Request for Expression of Interest for Supervision of SIDA works