სიახლეები

15 აპრილი 2019

,,მზიურის“ პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ,,მზიურის“ პარკის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის და პარკის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სკეიდბორდის, საბავშვო გასართობი და მცირე ზომის საფეხბურთო მოედნები, საველოსიპედე ბილიკები, ფანჩატურები, დასასვენებელი ადგილები.
11 აპრილი 2019

აბასთუმნის ურბანული განახლების პირველადი ხედვის საჯარო განხილვა გაიმართა

მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობს.
4 აპრილი 2019

სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 6 სახლის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 28 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 420 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი.
3 აპრილი 2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში 240 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019-2020 წლებში 150 სკოლის მშენებლობას და რეაბილიტაციას განახორციელებს. ამ ეტაპზე, ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს 35-მდე სკოლის მშენებლობა-პროექტირებაზე ტენდერი. მათ შორის არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს 240 ბავშვიანი საჯარო სკოლა, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
28 მარტი 2019

საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია “ენერგოეფექტური მშენებლობა” ჩატარდა

საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია “ენერგოეფექტური მშენებლობა” ჩატარდა. კონფერენციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
27 მარტი 2019

მცხეთის გენგეგმაზე მომუშავე გუნდი ხელისუფლებამ მცხეთის მოსახლეობას წარუდგინა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ქალაქ მცხეთის მოსახლეობას, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს და სხვა დაინტერესებულ პირებს ამხანაგობა „აქოლისი“ და მასში გაერთიანებული 8 დარგობრივი კომპანია წარუდგინეს.
26 მარტი 2019

მცხეთის გენგეგმას დარგობრივი სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი შეიმუშავებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა.
24 მარტი 2019

სოფელ ველისციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, სოფელ ველისციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს. სამუშაოები ითვალისწინებს სოფელ ველისციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელი სახლის და სოფელ ველისციხის თეატრის და მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას.
23 მარტი 2019

დუშეთის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან ერთად დუშეთში ისტორიული უბნის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
22 მარტი 2019

ახალი ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობას იწყებს. ფონდმა 4 საბავშვო ბაღის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.