სიახლეები
20 მაისი 2014
მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას განახორციელებს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის განხორციელების შედეგად 5000-ზე მეტ მოსახლეს წყალმომარაგების მიწოდება და წყლის ხარისხი გაუუმჯობესდება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 3,983,171 ლარია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის მეორე ეტაპის დასაფინანსებლად. სწორედ აღნიშნული სესხის ფარგლებში მოხდება ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზესტაფონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
12 მაისი 2014
პრემიერ- მინისტრი სალთვისი-ტირიფონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სალთვისი -ტირიფონის საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათავლიერა. პროექტის დასრულების შედეგად, რაც 2014 წლის ივლისამდე მოხდება, ომის შედეგად დაზარალებული 30 სოფლის 20 ათას ჰექტრამდე მიწის სარწყავი სისტემის გაუმჯობესება მოხდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები პრემიერთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტსრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა , მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი სომხიშვილმა და ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა დაათვალიერეს.
2 მაისი 2014
მგფ-მა არხოტის გზის მშენებლობის პროექტირებასთან დაკავშირებით კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ როშკასა და არხოტის თემის სოფლების ახიელი-ჭიმღა-ამღას დამაკავშირებელი 25 კილომეტრიანი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის, საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.
28 აპრილი 2014
ელგუჯა ხოკრიშვილი და გიორგი სომხიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი, მოადგილეებთან და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი სომხიშვილთან ერთად, საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებსა და ბანკებს შორის ურთიერთობების დახვეწა.
23 აპრილი 2014
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გიორგი სომხიშვილი უხელმძღვანელებს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი დირექტორი ჰყავს. გიორგი სომხიშვილი, ფონდის ხელმძღვანელად, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაინიშნა. გიორგი სომხიშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდში, 2012 წლიდან მუშაობს. 2013 წლამდე დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2013 წლიდან დირექტორის მრჩევლი იყო. შესაბამისად, სომხიშვილი ფონდის სტრუქტურასა და საქმიანობას დეტალურად იცნობს.
14 აპრილი 2014
პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ელგუჯა ხოკრიშვილი წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ელგუჯა ხოკრიშვილი წარადგინა. მთავრობის მეთაურმა დავით ნარმანიას შემცვლელის წარდგენისას ელგუჯა ხოკრიშვილის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება.
12 აპრილი 2014
მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროცესში ბენეფიციარებიც ჩაერთვებიან
დღეს მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. აღნიშნულ სხდომაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის დირქტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ წარმოადგინა ფონდის მიერ მომზადებული მიუსაფართა დროებითი საცხოვრებელის პროექტის კონცეპტუალური დიზაინი.
11 აპრილი 2014
დავით ნარმანიამ და ელგუჯა ხოკრიშვილმა მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” სამშენებლო მოედანი დაათვალიერეს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დღეს მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ სამშენებლო ობიექტი მოინახულეს და პროექტთან დაკავშრებულ საკითხებს ადგილზე გაეცნენ. ამასთან, მინისტრმა და ფონდის დირექტორმა საზოგადოებას მეტროს მშენებლობის დაწყების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მედიას ის ვიზუალური მასალა გააცნეს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორი იქნება მეტრო მშენებლობის დასრულების შემდეგ.
4 აპრილი 2014
სოფელ საკობიანოში ახალი ამბულატორია დამონტაჟდა და სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა
81 ამბულატორიის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მორიგი ამბულატორია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში დაიდგა. ამბულატორია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაამონტაჟა, რის შემდეგაც საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ის სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა. უახლოეს დღეებში სოფელ საკობიანოს მოსახლეობას ადგილზე შეეძლებათ პირველადი ჯანდაცვისთის საჭირო მომსახურეობის მიღება.
2 აპრილი 2014
პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე კორპუსები დაათვალიერა
256 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ზუგდიდში 8 ახალი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა დაათვალიერეს.