სიახლეები
2 აპრილი 2014
პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე კორპუსები დაათვალიერა
256 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ზუგდიდში 8 ახალი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა დაათვალიერეს.
2 აპრილი 2014
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანაკლიაში მიმდინარე მასშტაბური ნაპირდამცავი სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, დავით ნარმანიასთან და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად, ანაკლიაში მიმდინარე მასშტაბური ნაპირდამცავი სამუშაოები დაათვალიერა.
ანაკლიაში ნაპირდამცავ ნაგებობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
ანაკლიაში ნაპირდამცავ ნაგებობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
1 აპრილი 2014
თბილისის მეტროპოლიტენის ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე ტენდერი სულ მალე გამოცხადდება
თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობაზე ტენდერი სულ მალე გამოცხადდება. ეს იყო წლების განმავლობაში გაჩერებული პროექტი, რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს დედაქალაქის განვითარებაში. ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური გამვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
25 მარტი 2014
ფუხტელი: "გერმანია საქართველოს მომავალშიც დაეხმარება ევროკავშირთან დაახლოებაში"
„ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ რეფორმების პოლიტიკიდან გამომდინარე, საქართველოს კარგი შანსები აქვს, რომ ზაფხულში უკვე მოეწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას“ – აღნიშნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, ჰანს იოახიმ ფუხტელმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრისას. მინისტრთან ერთად შეხვედრას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი ესწრებოდა.
22 მარტი 2014
დავით ნარმანია და ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ცენტრალურ ოფისსა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროში შეხვედრები გამართეს.
19 მარტი 2014
დავით ნარმანია და ელგუჯა ხოკრიშვილი ქართულ-გერმანულ ბიზნეს-ფორუმს დაესწრნენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ფრანკფურტში გამართულ ქართულ-გერმანულ ბიზნეს-ფორუმს დაესწრნენ.
17 მარტი 2014
დავით ნარმანია და ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიაში გაემგზავრნენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად, გერმანიაში ხუთდღიანი ვიზიტით გაემგზავრა. დელეგაციაში, ასევე, შედიან ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვადასხვა ქართული კომპანიების წარმომადგენლები.
14 მარტი 2014
თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება
თბილისიდან რუსთავამდე გზა, ახალი ავტომაგისტრალის აშენების შემდეგ, 15 წუთში დაიფარება, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე თემურ მურღულია, ჩინეთის ელჩი იუე ბინი, ჩინეთის კონსული და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები.
პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე თემურ მურღულია, ჩინეთის ელჩი იუე ბინი, ჩინეთის კონსული და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები.
12 მარტი 2014
დავით ნარმანია და თეიმურაზ მურღულია კვიპროსში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ კვიპროსში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან, თეიმურაზ მურღულიასთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო ობიექტებს ეწვია და მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
11 მარტი 2014
დავით ნარმანია და თეიმურაზ მურღულია ოფიციალური ვიზიტით კვიპროსში გაემგზავრნენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თემურ მურღულიასთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კვიპროსში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.