სიახლეები

29 სექტემბერი 2021

გურჯაანს ოქტომბრიდან განახლებული ცენტრალური პარკი ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანში ცენტრალური სკვერისა და დასასვენებელი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს.
21 სექტემბერი 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ქიზიყის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2.6 მილიონ ლარს სცდება.
21 სექტემბერი 2021

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად დავით ტაბიძე დაინიშნა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დავით ტაბიძე დაინიშნა.
დავით ტაბიძეს გააჩნია საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში მას სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები.
16 აგვისტო 2021

წყალტუბოში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 560 ბინა აშენდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში, დევნილების განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელ კომპლექსი ააშენა.
9 ივლისი 2021

ფოთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობის სამუშაოებს ასრულებს.
6 ივლისი 2021

თელავის ისტორიულ ბორცვებს შორის ტურისტული სივრცეების განვითარებაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავის ისტორიულ ბორცვებს შორის ტურისტული მარშრუტებისა და საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.
22 ივნისი 2021

საქართველოში იტალიური დიზაინის დღეები გაიმართა

იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული პროექტის ფარგლებში, იტალიის საელჩომ საქართველოში იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, 21-22 ივნისს ღონისძიება“ Advancing on the Italian Design Days in Georgia” გამართა.
22 ივნისი 2021

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
17 ივნისი 2021

სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.
9 ივნისი 2021

ირაკლი ქარსელაძე - დღეს ქუთაისისა და ქართული სპორტისთვის გამორჩეული დღეა

დღეს ნამდვილად გამორჩეული დღეა ქუთაისისთვის და ქართული სპორტისთვის, რადგანაც საფუძველს ვუყრით ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისში, ახალი სპორტ-კომპლექსის მშენებლობის გახსნაზე განაცხადა.