სიახლეები

1 სექტემბერი 2014

ქალაქ წნორის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

ქალაქ წნორში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება: ახალი ცენტრალური წყალსადენის სისტემა ქალაქის მაცხოვრებლებს, 24 საათის განმავლობაში მაღალი ხარისხის წყლით უზრუნველყოფს.
პროექტს, საქართვლოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
27 აგვისტო 2014

მსოფლიო ბანკთან აქტიური თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორს სამხრეთ კავკასიაში, აჰმედ აივეიდას შეხვდა.
20 აგვისტო 2014

ინფრასტრუქტურის მინისტრი და მგფ-ის დირექტორი ამერიკის ელჩს შეხვდნენ

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, პირველ მოადგილესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი ამაშუკელთან, ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორს, სტეფან ჰაიკინს, შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
18 აგვისტო 2014

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს -30 მილიონიან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა

მიმდინარე წლის 18 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“დასაფინანსებლად დღეს 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი თანხის მეშვეობით სწორედ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
15 აგვისტო 2014

ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, მისმა პირველმა მოადგილემ და ამავდროულად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახი კანდელაკმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილეებმა ილია დარჩიაშვილმა და თორნიკე თორაძემ, ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახსნეს. მცხეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ წიწამურში, ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გახსნას არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი დაესწრო.
14 აგვისტო 2014

ხვალ დავით შავლიაშილი, გიორგი ამაშუკელი და კახი კანდელაკი ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გახსნიან

პარასკევს, 15 აგვისტოს, 12.00 სთ-ზე მცხეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ წიწამურში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მისი პირველი მოადგილე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღამასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ილია დარჩიაშვილი, ილია ჭავჭავაძის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გახსნიან. ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გახსნას დაესწრება არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი.
13 აგვისტო 2014

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს უხელმძღვანელებს. გიორგი ამაშუკელი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 12 აგვისტოს #285 ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა. გიორგი ამაშუკელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში 2013 წლიდან მუშაობს. შესაბამისად, ის სამინისტროს და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების პროექტებსა და საქმიანობას დეტალურად იცნობს.
9 აგვისტო 2014

ფოთში 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა

ფოთის მუნიციპალიტეტში 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცა. დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილე გიორგი ამაშუკელმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ილია დარჩიაშვილმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ და ფოთის არჩეულმა მერმა ირაკლი კაკულიამ ფოთში ახლად აშენებული შვიდი კორპუსი გახსნეს და 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.
1 აგვისტო 2014

მგფ-ი სტუდენტებისთვის თბილისში 300 ადგილიან თანამედროვე საერთო საცხოვრებელს ააშენებს

სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა უკვე განხორციელების ფაზაშია და მშენებლობისთვის საჭირო პროექტზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენების მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სტუდენტებისათვის სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება მოხდეს, რისთვისაც საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით თბილისში 300 ადგილიანი თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება.
31 ივლისი 2014

მუცო - დართლო - ჩაჟაში - ვარძია - ძეგლების რეაბილიტაცია იწყება

დღეს, სასტუმრო რედისონში მუცოს, დართლოს, ჩაჟაშის რეაბილიტაციის პროექტებისა და ვარძიის გადარჩენის საგანგებო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძე, საქართველოს კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და კულტურული მემიკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე. პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ძეგლთა დაცვის ფონდების წარმომადგენლები.