სიახლეები

26 სექტემბერი 2014

ონის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის ერთი პროექტი წარმატებით დასრულდა და მეორე იწყება

ონის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის ერთი პროექტი წარმატებით დასრულდა და მეორე პროექტი იწყება. პირველი პროექტის დასრულების შედეგად, ონის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უკვე მიეწოდება. წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, რომელიც ონის მოსახლეობას აწუხებდა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად მოგვარდა. ამჟამად კი, ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მეორე ეტაპს იწყებს.
24 სექტემბერი 2014

მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში, მცხეთა - მთიანეთსა და სამცხე - ჯავახეთში, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. სწორედ აღნიშნული პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირქტორმა გიორგი ამაშუკელმა და მისმა მოადგილემ ილია დარჩაშვილმა, მსოფლიო ბანკის წარმომდაგენლებთან ერთად მცხეთასა და ახალციხეში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გუბერნატორებთან შევხედრები გამრთეს და ის სავარაუდო პროექტები განიხილეს, რომლის განხორციელებაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აღნიშნულ ორ რეგიონში იგეგმება.
22 სექტემბერი 2014

გიორგი ამაშუკელი ჩინეთის ელჩის მრჩეველს სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებში ლუი პოს შეხვდა

დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი და მისი მოადგილეები, ილია დარჩიაშვილი და თორნიკე თორაძე, ჩინეთის ელჩის მრჩეველს სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებში, ლუი პოს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.


16 სექტემბერი 2014

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს. დღეს სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი ამაშუკელმა და მისმა მოადგილე თორნიკე თორაძემ , ვიცე სპიკერმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ ფონიჭალა-რუსთავის მონაკვეთზე თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. ხელმძღვანელი პირები პროექტზე დასაქმებულ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. პროექტის დასრულების შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება და გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
16 სექტემბერი 2014

პროექტ „ოქრის გზის“ ფარგლებში ალავერდის მონასტერის ტერიტორიაზე „მაწვნის სახლი“ გაიხსნა

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა და ალავერდის მონასტრის მიტროპოლიტმა დავით მახარაძემ, კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ალავერდში „მაწვნის სახლის“ პრეზენტაცია გამართეს.
9 სექტემბერი 2014

წყალტუბოში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძე და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში - მდგრადი განვითარების სექტორის ლიდერი აჰმედ აივეიდა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მორიგი მონიტორინგის მიზნით, წყალტუბოში ჩავიდნენ.
8 სექტემბერი 2014

ADB-ის მისიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
4 სექტემბერი 2014

სოფელ დართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

დართლოში დაწყებული სამუშაოების დასათვალიერებლად დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე-თორნიკე თორაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი, სამხრეთ კავკასიის მდგრადი განვითარების სექტორის ლიდერი აჰმედ აივეიდა და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი იმყოფებოდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შემდეგ, დავით შავლიაშვილი, გიორგი ამაშუკელი და თორნიკე თორაძე, ადგილობრივ მოსახლეობას და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
3 სექტემბერი 2014

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი ამაშუკელმა დაათვალიერა. მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ფონდის დირექტორს დეტალური ინფორმაცია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედ“-ის და საზედამხედველო კომპანია „დოჰვას“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
2 სექტემბერი 2014

სალთვისი-ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის შედეგად სარგებელს 18 ათასი ოჯახი მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა-დავით შავლიაშვილმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა სტეფან ჰაიკინმა, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემების რეაბილიტირებული მაგისტრალური არხი გახსნეს.