სიახლეები

23 ოქტომბერი 2014

გიორგი ამაშუკელი საქმიანი ვიზიტით ბაქოში იმყოფება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი -გიორგი ამაშუკელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ვაჟა ფანჩულიძესთან ერთად, სამშენებლო კომპანია „ADO-G”-ის მიწვევით, აზერბაიჯანში გაემგზავრა.
8 ოქტომბერი 2014

​საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების თანადაფინანსებით საქართველოში ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითი პროექტები განხორციელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, რომელიც ამავდროულად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორია,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებს, მიშელ რეიდლინგერსა და მარკ ლუცკის შეხვდა.
8 ოქტომბერი 2014

გიორგი ამაშუკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ამაშუკელი, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორს სამხრეთ კავკასიაში, აჰმედ აივეიდას, შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით რამდენიმე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, კერძოდ, კახეთისა და იმერეთის რეგიონული განვითარების პროექტებს. 2015 წლიდან კი, ასევე მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით რეგიონული განვითარების მესამე პროექტი დაიწყება, რომელიც მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე -ჯავახეთში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. გიორგი ამაშუკელისა და აჰმედ აივეიდას შეხვედრის მთავარი თემაც სწორედ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის განხორციელება იყო.
3 ოქტომბერი 2014

ილია დარჩიაშვილი იტალიის საელჩოსა და იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი იტალიის საელჩოს წარმომადგენლებსა და იტალიური კომპანია “SEVEX ES””-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. შეხვედრას იტალიის საელჩოს კომერციული ატაშე ფაბრიციო ბოვინიო, კომპანია “SEVEX ES””-ის წარმომადგენლები ჯუზეპე ვერედიჩე და რობერტო მასონე ესწრებოდნენ.

3 ოქტომბერი 2014

დავით შავლიაშვილი და გიორგი ამაშუკელი გერმანული საპროექტო და სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე და ამავდროულად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, ბერლინში, გერმანიის წამყვანი საპროექტო და სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იმ თანამედროვე პროექტირებისა და მშენებლობის ახალი ტექნოლოგიების გაცნობა იყო , რომელიც ევროპაში გამოიყენება.
3 ოქტომბერი 2014

დავით შავლიაშვილი და გიორგი ამაშუკელი KFW-ს ხელმძღვანელობას შეხვდნენ

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე და ამავდროულად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი, არჩილ ცაბუტაშვილი ბერლინში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
2 ოქტომბერი 2014

გერმანიაში ქართული დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

ბერლინში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის, მისი პირველი მოადგილისა და ამავდროულად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ამაშუკელისა და ქალაქ თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მყარი ნარჩენების მართვის ქართული გამოცდილება გააცნო.
1 ოქტომბერი 2014

IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ყველაზე გამჭვირვალე სსიპ-ად დასახელდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც 2013-2014 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების გამჭვირვალობას ამოწმებდა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ყველაზე გამჭვირვალე უწყებად დასახელდა. ინსტიტუტის შეფასებით კვლევის პერიოდში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი მიიღო.
1 ოქტომბერი 2014

ქართულმა დელეგაციამ ბერლინში თანამედროვე ურბანული ობიექტები მოინახულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა გერმანიაში ვიზიტი თანამედროვე ურბანული ობიექტების მონახულებით დაიწყო. მინისტრმა, მისმა პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, რომელიც ამავდროულად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორიც არის და „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, ბერლინში, ევროპის ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი - BSR დაათვალიერეს.
30 სექტემბერი 2014

ამაშუკელმა ურბანული განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესზე საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, არჩილ ცაბუტაშვილთან ერთად, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამაშუკელი, შუხოშვილი და ცაბუტაშვილი საერთაშორისო დონის კონფერენციაში - „მდგრადი ურბანული განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ იღებენ მონაწილეობას. კონფერენციაში მონაწილეობს ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანია.