სიახლეები

4 მარტი 2015

წყალტუბოში საკურორტო ზონის რეაბილიტაცია ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტსა და საკურორტო ზონის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ადგილზე მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან, მსოფლიო ბანკისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
25 თებერვალი 2015

6 სოფლის მოსახლეობა სიღნაღსა და წნორს განახლებული გზით დაუკავშირდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სიღნაღის მუნიციპალიტეტშის სოფლების ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი, რომლის ღირებულება 2 831 384,37 ლარია, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ამაშუკელი, კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი შიოლაშვილთან ერთად გაეცნო.
10 თებერვალი 2015

სამინისტროს 2014 წლის საქმიანობის ანგარიში

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა სასტუმროში „თბილისი რუმსი“ დონორი ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის წევრებსა და მთავრობის ხელმძღვანელ პირებს 2014 წელს განხორციელებული მასშტაბური სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა და 2015 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.
დავით შავლიაშვილის განცხადებით, უწყებამ გასულ წელს, მისი არსებობის განმავლობაში, ყველაზე მეტი - დაახლოებით, 890 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა. 2014 წელს ქვეყნის მასშტაბით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმიური ბიუჯეტი 875 მლნ. ლარი, წლის განმავლობაში კიდევ 60.7 მლნ-ით გაიზარდა და საბოლოო ბიუჯეტმა 935. 7 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მისი კოორდინაციით განხორციელებული პროექტების ფარგლებში ბიუჯეტის 95% აითვისა. აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 380–ზე მეტი პროექტი განხორციელდა.
7 თებერვალი 2015

მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს საკურორტო ზონის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ერთდროულად რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს და საკურორტო ზონის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. დღეს მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
3 თებერვალი 2015

ხობის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “მუნიციპალური განვითარების ფონდი”, “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ ერთად ქალაქ ხობში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორცილებს. მიმდინარე სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა დაათვალიერეს.
2 თებერვალი 2015

ფოთში 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

ფოთის მუნიციპალიტეტში 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორცილებს. საცხოვრებელი კორპუსების გარე ჰიდრო და თბოიზოლაციის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
31 იანვარი 2015

თბილისი-რუსთავის 6,5 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გადაერთო

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის 6.5-კილომეტრიან მონაკვეთზე გზის მარჯვენა (ფონიჭალა-რუსთავის) მიმართულებით ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დასრულდა და პარალელურად სატრანსპორტო ნაკადის ძველი გზიდან ახალ გზაზე გადართვა მოხდა. აღნიშნულ პროცესს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული პაატა ხიზანიშვილი დაესწრნენ.
29 იანვარი 2015

ოზურგეთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ ერთად, ქალაქ ოზურგეთში, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს, დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

27 იანვარი 2015

იძულებით გადაადგილებული 109 ოჯახისთვის ქუთაისში ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა

იძულებით გადაადგილებულ 109 ოჯახს უახლოეს პერიოდში ახალი საცხოვრებელი სახლი ექნება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 109 ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია განახორციელა. ჩატარებული სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა ქუთაისის მერთან- შოთა მურღულიასთან ერთად დაათვალიერა.
26 იანვარი 2015

აბაშაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “მუნიციპალური განვითარების ფონდი”, “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ ერთად ქალაქ აბაშაში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორთან, ვლადიმერ ლაზარიშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.