სიახლეები

3 აპრილი 2015

სოფელ ვარდისუბანთან სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიის გასუფთავება და აღდგენა ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქალაქ თელავის შესასვლელში, სოფელ ვარდისუბანთან არსებული სამშენებლო ნარჩენების საყრელი ტერიტორიის გასუფთავებასა და აღდგენას ახორციელებს. სამუშაოების საერთო ღირებულება - 1 580 210,57 ლარია. აღნიშნული სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
2 აპრილი 2015

აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - „მწვანე სახლი“ გაიხსნა

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან - ილია დარჩიაშვილთან ერთად დღეს თბილისში „ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - „მწვანე სახლი“ გახსნა. მწვანე სახლი არის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც სწორედ აუტიზმის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს ეხმარება მკურნალობაში. „მწვანე სახლის“ სარემონტო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება 65, 143.00 ლარია.
30 მარტი 2015

მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ მუხროვანში 4 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დაასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში 4 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ღირებულება 625 215 ლარია, სამუშაოებზე 30-მდე ადამიანი იყო დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლე იყო. რეაბილიტირებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა მოინახულა.
29 მარტი 2015

ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების განხორციელების შედეგად, ბოლნისის მოსახლეობა, კერძოდ- 10 ათასამდე ადამიანი ნაცვლად არსებული 10 საათიანი გრაფიკისა, წყალს 18-დან 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. ამასთანავე გაუმჯობესდება წყლის ხარისხი.
17 მარტი 2015

პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო გახსნა

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით შავლიაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად დაბა ასპინძაში დეპარტამენტის ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი– სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო გახსნა. შენობის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. გახსნის ღონისძიებას მინისტრებთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა.
16 მარტი 2015

320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, თბილისის მერ დავით ნარმანიასთან, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ილია დარჩიაშვილთან და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძესთან ერთად თბილისში, ლისის ტბის ფერდობზე დღეს 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
11 მარტი 2015

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. ილია დარჩიაშვილი ფონდის აღმასრულებელ დირექტორად საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 6 მარტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. ილია დარჩიაშვილი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში 2014 წლიდან მუშაობს. აქამდე დარჩიაშვილი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შესაბამისად, ის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების პროექტებსა და საქმიანობას დეტალურად იცნობს.
6 მარტი 2015

109 დევნილ ოჯახს ახალი სახლის გასაღები გადაეცა

109 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აქვს. დღეს, ბინის გასაღები დევნილ ოჯახებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ გადასცეს. ქ. ქუთაისში, ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება 5.560.000 ლარია.
5 მარტი 2015

ქობულეთში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი ადგილზე გაეცნო.
5 მარტი 2015

თბილისი - რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება

თბილისი -რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხორციელდება. გზის მშენებლობის ხარისხი პროექტით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. თბილისი - რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაგისტრალის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ნორმებით მიმდინარეობს. ამასთან, გზის მშენებლობას საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „დოჰვა ინჟინერინგი“ უწევს მონიტორინგს და ზედამხედველობას, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მშენებლობის ხარისხი .