სიახლეები

20 აგვისტო 2018

ვანში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ახორციელებს.
19 აგვისტო 2018

აბასთუმანში ისტორიული ობიექტების რესტავრაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმანში მე-19, 20-ე საუკუნეებში აშენებული სახლებისა და ასტროფიზიკური ობსერვატორიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს . სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ჩავიდნენ.
17 აგვისტო 2018

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა სრულდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.6 მილიონ ლარს აჭარბებს.
15 აგვისტო 2018

წყალტუბოში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წყალტუბოში, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ახორციელებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება.
13 აგვისტო 2018

ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 55 მილიონ ლარს სცდება.
12 აგვისტო 2018

ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 4.8 მილიონი ლარია.
9 აგვისტო 2018

მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები იწყება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოებს იწყებს. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 1. 4 მილიონი ლარია.
27 ივლისი 2018

დაბა სტეფანწმინდაში ახალი სპორტული კომპლექსი შენდება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 1,500 000 ლარია. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს.
24 ივლისი 2018

მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მცხეთაში ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა ახორციელებს. პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 9 მილიონ ლარს აჭარბებს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მოინახულა.
23 ივლისი 2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მძიმე ტექნიკა მუშაობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩავიდნენ და შექმნილ ვითარებას ეცნობიან. ფონდი თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზაზე, მეორე, 6.8 კმ-იან მონაკვეთს აშენებს, საიდანაც მძიმე ტექნიკის ნაწილი სტიქიის ზონაშია გადაყვანილი.