სიახლეები

9 აგვისტო 2014

ფოთში 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა

ფოთის მუნიციპალიტეტში 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცა. დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილე გიორგი ამაშუკელმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ილია დარჩიაშვილმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ და ფოთის არჩეულმა მერმა ირაკლი კაკულიამ ფოთში ახლად აშენებული შვიდი კორპუსი გახსნეს და 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.
1 აგვისტო 2014

მგფ-ი სტუდენტებისთვის თბილისში 300 ადგილიან თანამედროვე საერთო საცხოვრებელს ააშენებს

სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა უკვე განხორციელების ფაზაშია და მშენებლობისთვის საჭირო პროექტზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენების მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სტუდენტებისათვის სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება მოხდეს, რისთვისაც საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით თბილისში 300 ადგილიანი თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება.
31 ივლისი 2014

მუცო - დართლო - ჩაჟაში - ვარძია - ძეგლების რეაბილიტაცია იწყება

დღეს, სასტუმრო რედისონში მუცოს, დართლოს, ჩაჟაშის რეაბილიტაციის პროექტებისა და ვარძიის გადარჩენის საგანგებო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძე, საქართველოს კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და კულტურული მემიკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე. პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ძეგლთა დაცვის ფონდების წარმომადგენლები.
28 ივლისი 2014

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავით შავლიაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის შედეგად, დავით შავლიაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.
22 ივლისი 2014

სოფელ სხვიტორში მგფ-ის მიერ აშენებული ხიდი 17 სოფელს საჩხერის ცენტრთან დააკავშირებს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში საავტომობილო ხიდი ააშენა, რომლის საშუალებითაც საჩხერის მუნიციპალიტეტის 17 სოფელი ცენტრს დაუკავშირდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ახლად აშენებული ხიდი გახსნა და მოსახლეობას გაესაუბრა. პროექტის ღირებულება 488 974,92 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
18 ივლისი 2014

საქართველოს მასშტაბით 61 ამბულატორია უკვე დამონტაჟდა

82 ამბულატორიის მშენებლობის ფარგლებში, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 61 ამბულატორია უკვე დაამონტაჟა. 61 სოფლში მცხოვრებ მოსახლეობას უკვე აქვს შესაძლებლობა პირველადი ჯანდაცვა მიიღოს. პროექტს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ერთობლივად ახორციელებენ. ამბულატორიები მთელი საქართველოს მასშტაბით მონტაჟდება იმ სოფლებში, სადაც დღემდე ამ ტიპის მომსახურება მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. პროექტის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიან და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს ექცევა.
16 ივლისი 2014

ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებს

ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე წლის აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებს. ამჟამად ფონდის დაკვეთით საპროექტო კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტზე მუშაობს. ვინაიდან საუბარია ძეგლის რეაბილიტაციაზე, პროექტირება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რათა მოხდეს სწორი პროექტის შემუშავება.
15 ივლისი 2014

მგფ–ი ფოთში 280 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის 7 ახალ კორპუსს აშენებს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა, ფოთში მიმდინარე 7 საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროკავშირის დაფინანსებით, ფოთის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 7 ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. შვიდი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის, რომელშიც 280 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს ბინას, ჯამში ევროკავშირის მიერ 9 180101.99 ლარია გამოყოფილი.
14 ივლისი 2014

82 ამბულატორიის პროექტის ფარგლებში ტყიბულის, ხონისა და ბაღდათის სოფლებში ამბულატორიები უკვე გაიხსნა

იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, კერძოდ ტყიბულის სოფელ ხრესილში, ხონის სოფელ საწულუკიძეოში და ბაღდათის სოფელ ზედა დიმში პირველადი სამედიცინო მომსახურების პუნქტები უკვე გაიხსნა. ამბულატორიები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაამონტაჟა, სამედიცინო ინვენტარით კი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აღჭურვა. საქართველოს მასშტაბით 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო. მთავრობის განკარგულებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ამბულატორიების სრულად ადაპტირების მიზნით ბიუჯეტიდან დამატებით 24300 ლარი გამოიყო.
10 ივლისი 2014

რეგიონული განვითარების მინისტრმა 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის ორი კვარტლის მუშაობის შედეგებზე ისაუბრა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, დღეს მედიას და საზოგადოებას სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების 6 თვის მუშაობის შედეგები წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციაზე მინისტრმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ორი კვარტლის მუშაობის შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრის ცნობით, ფონდმა აღნიშნულ პერიოდში განახორციელა და დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. ფონდს ამჟამად 160 მიმდინარე პროექტი აქვს. საანგარიშო პერიოდში დაიგეგმა დამატებით 105 პროექტის განხორციელება. პირველ კვარტალში კი 20 პროექტი უკვე დასრულდა.