სიახლეები

18 ნოემბერი 2015

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 379 976,49 ლარია . ამჟამად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი 4-5-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ კი, თეთრიწყაროს მოსახლეობა 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს. წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.
13 ნოემბერი 2015

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე სტუმრად გადაცემა „რეალურ სივრცეში“

დავით ტაბიძემ გადაცემაში თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობაზე, კერძოდ პროექტის მეორე სექციაზე ფონიჭალის დასახლებაში არსებულ მონაკვეთზე ისაუბრა.
12 ნოემბერი 2015

წყლის რესურსების მართვის საკითხზე საჯარო დისკუსია გაიმართა

სასტუმრო ,,Holiday Inn’’-ში დღეს წყლის რესურსების მართვის თემაზე საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის -,, მმართველობა განვითარებისათვის” (USAIDG4G), ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პოლიტიკის ინსტიტუტთან (ISET) პარტნიორობით მოეწყო. საჯარო დისკუსიას, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ გოგოტიშვილი ესწრებოდნენ.
10 ნოემბერი 2015

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შიდა გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შიდა გზების და ხიდების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 379 873,00 ლარია.
29 ოქტომბერი 2015

საუკუნის პროექტი - როშკა -არხოტის დამაკავშირებელი 28 კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი, 28კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები დღეს სოფელ როშკაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გახსნეს. აღსანიშნავია, რომ როშკისა და არხოტის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა, ამ დრომდე იქ გადაადგილება მხოლოდ ფეხით , ცხენითა და ვეტმფრენით არის შესაძლებელი. საქართველოს მთავრობის ძალისხმევითა და დაფინანსებით 2017 წლიდან პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს სრულიად ახალი გზა დააკავშირებს ერთმანეთთან. გზის მშენებლობის შემდეგ მშობლიურ სოფელში ათობით ოჯახი დაბრუნდება. პროექტის ღირებულება - 10 900 000 ლარია.
26 ოქტომბერი 2015

ADB-ის მხარდაჭერით ბათუმში ნაპირდაცვის პროექტი განხორციელდება

დღეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის - პროექტი 4“-ის განხორციელების მიზნით სასესხო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა. ტრანშის ფარგლებში ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი დაფინანსდება. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. დღესვე მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ADB-ის შორის ხელი მოეწერა საპროექტო ხელშეკრულებას. საპროექტო დოკუმენტს ხელი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა მოაწერეს. პროექტის განხორციელებისთვის აზიის განვითარების ბანკი 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს.
23 ოქტომბერი 2015

ახალი სამუშაო ადგილები და გაზრდილი ინვესტიცია მგფ-ის მხარდაჭერის სანაცვლოდ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შპს ,,შუხმან ვაინზ ჯორჯიას'', სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის (ppi-ის) ფარგლებში ინფრასტრუქტურის მოწყობაში დაეხმარა. კერძოდ, ფონდის ძალისხმევით მოხდა სასტუმრომდე მისასვლელი ერთ კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, გაიმართა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემები, რის შედეგადაც, კომპანიამ შექმნა დამატებითი 50 სამუშაო ადგილი და გააფართოვა ბიზნესი. დღეს გაფართოებული სასტუმრო და რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა საქართველოს მთავრობის წევრებმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
21 ოქტომბერი 2015

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მისმა საქვეუწყებო ორგანიზაციებმა საზოგადოებას 3 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დღეს, ისტორიულ მუზეუმ „ქარვასლაში“, სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების 3 წლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. 3 წლიანი ანგარიშში ვრცლად იყო საუბარი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. პრეზენტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახშვილმა გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ასევე, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე და რეგიონული განვითარების თვალსაზრისით განხორციელებულ ინსტიტუციონალურ ღონისძიებებზე.
19 ოქტომბერი 2015

ასპინძაში 400 აღსაზრდელისთვის 2 ბაღი რეაბილიტირდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ასპინძის მუნიციპალიტეტში #2 ბაგა- ბაღის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა, #1 ბაგა- ბაღის რეაბილიტაცია კი ამჟამად მიმდინარეობს. #2 ბაგა -ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება - 4 97092 ლარია, #1 ბაგა- ბაღის რეაბილიტაციის ღირებულება კი 403009 ლარი. ჯამში ორივე ბაღის რეაბილიტაციაზე 900101.60 ლარი დაიხარჯება. ბაღების რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. რეაბილიტირებული #2 ბაგა- ბაღი და #1 ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.
29 სექტემბერი 2015

ახალციხესა და ასპინძაში მცხოვრებ 1200 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ახალციხის მუნიციპალიტეტსა და დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 070728,84 ლარია. მისი განხორციელების შედეგად ახალციხესა და ასპინძაში მცხოვრებ 1200 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და შემცირდება წყლის დანაკარგი. მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.