სიახლეები
10 თებერვალი 2017
სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, ძველი კოლმეურნეობის შენობის ბაზაზე, საფეხბურთო სკოლას აშენებს. მშენებლობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელოს რეგიონში ლევან შონია იმყოფებოდნენ.
8 თებერვალი 2017
ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება
ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება. ყოფილი კინოთეატრის „თუთარჩელა“-ს შენობის რეკონსტრუქცია- რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოების ადგილზე გასაცნობად ხობში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე,სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელოს რეგიონში ლევან შონია და ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია იმყოფებოდნენ.
31 იანვარი 2017
კასპში სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია დასრულდა
კასპში სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შესრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად შიდა ქართლის რეგიონში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი იოსებ ოქრომელიძე იმყოფებოდნენ.
30 იანვარი 2017
სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, სოფელ ბაკურციხეში არსებულ კულტურის ცენტრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - ზურაბ ალავიძემ, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა - გალაქტიონ ბუაძემ და მისმა მოადგილემ დავით ტაბიძემ დაათვალიერეს.
29 იანვარი 2017
სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. სახლის, დღემდე შემორჩენილი, მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩატარდება ნანგრევების საკონსერვაციო სამუშაოები და, მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, იქვე აშენდება მუზეუმი.
27 იანვარი 2017
სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესის გასაცნობად ვაზისუბანში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გალაქტიონ ბუაძე, კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე იმყოფებოდნენ.
26 იანვარი 2017
თელავის ხევისა და უსახელო ხევის რეაბილიტაცია სრული დატვირთვით მიმდინარეობს
თელავის ხევისა და უსახელო ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს. სამუშაოების პროცესის გასაცნობად, თელავში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - გალაქტიონ ბუაძე და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი.
21 იანვარი 2017
ჭიათურა-სკინდორის გზას რეაბილიტაცია უტარდება
ჭიათურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 6 კმ-იანი გზაზე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. რეაბილიტაციის პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად დაათვალიერა.
19 იანვარი 2017
კაცხის მონასტრისა და მიმდებარე ტერიტორის რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - კაცხის მონასტრის - სარესტავრაციო–საკონსერვაციო სამუშაოებსა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის ზონების მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ფონდის აღმასრულებელი დირექტორთან -გალაქტიონ ბუაძესთან ერთად გაეცნო.
18 იანვარი 2017
ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაცია დაიწყო
საქართველოს მთავრობის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქ. ჭიათურაში არსებული სამგზავრო საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. პროექტი საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების მიერ ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 40 მლნ. ლარს აღწევს. სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების მიზნით ჭიათურაში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორი - გივი ჭიჭინაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - გალაქტონ ბუაძე.