სიახლეები

3 აგვისტო 2020

ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სრულდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
3 აგვისტო 2020

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდში დევნილებისთვის 3 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 3 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორცილდა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 21.5 მლნ ლარი შეადგინა. პროექტის დასრულების შემდეგ 360 დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას.
31 ივლისი 2020

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში საჯარო სკოლის მშენებლობას ასრულებს. პროექტი 2019 წელს დაიწყო და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
29 ივლისი 2020

ქალაქ დუშეთის Ν1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას.
ფონდმა უკვე დაიწყო ტენდერების გამოცხადება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
28 ივლისი 2020

განცხადება - ჭიათურის საბაგირო გზის პროექტზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით

ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჭიათურაში მშენებარე საბაგირო გზის შენობის სახურავი წვიმის შედეგად დაზიანდა, არის მიზანმიმართული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებში უკვე ჩაერთნენ ფრანგული კომპანიების, ,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები.
27 ივლისი 2020

ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობაში ფრანგი სპეციალისტები აქტიურად ჩაერთვნენ

ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. სამშენებლო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვნენ ფრანგული კომპანიების ,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ბიზნეს ვიზიტორებისთვის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, საქართველოში პირველივე რეისით ჩამოვიდნენ.
23 ივლისი 2020

ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობის დასკვნითი ფაზისთვის სპეციალისტები პარიზიდან ჩამოვიდნენ

ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობის სამუშაოს დასრულების მიზნით, საქართველოში ფრანგული კომპანიების ,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები ჩამოვიდნენ. მშენებლობის პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, საბაგირო გზებისა და სადგურების სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.
28 ივნისი 2020

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 63 მუნიციპალიტეტისთვის კომპიუტერები და პრინტერები შეისყიდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის კომპიუტერებისა და პრინტერების შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „იუ-ჯი-თი“-სთან ხელშეკრულება გააფორმა.
27 ივნისი 2020

ინფრასტრქუტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S. “ ხელშეკრულება გააფორმა.
26 ივნისი 2020

გელათის მონასტერთან გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.