სიახლეები

10 ივლისი 2014

რეგიონული განვითარების მინისტრმა 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის ორი კვარტლის მუშაობის შედეგებზე ისაუბრა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, დღეს მედიას და საზოგადოებას სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების 6 თვის მუშაობის შედეგები წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციაზე მინისტრმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ორი კვარტლის მუშაობის შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრის ცნობით, ფონდმა აღნიშნულ პერიოდში განახორციელა და დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. ფონდს ამჟამად 160 მიმდინარე პროექტი აქვს. საანგარიშო პერიოდში დაიგეგმა დამატებით 105 პროექტის განხორციელება. პირველ კვარტალში კი 20 პროექტი უკვე დასრულდა.
10 ივლისი 2014

სამინისტრომ მუშაობის 6 თვის ანგარიში წარადგინა

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საზოგადოებასა და მედიას მათ მიერ ბოლო 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
8 ივლისი 2014

ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე 22 კორპუსი მგფ–მა დანგრევას გადაარჩინა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, 22 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ბათუმში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილ 22 საცხოვრებელ კორპუსში გარე ჰიდროთბოიზოლაციისა და კორპუსების საძირკვლების საჰიდროიზოლაციო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
7 ივლისი 2014

მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი 5 მილიონი აშშ დოლარით თანადაფინანსდება

დღეს მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ შოხმა სატრასტო ფონდის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. პროექტი რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის 5 მილიონი აშშ დოლარით თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ხელმოწერის ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი, მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დავით ლეჟავა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი სომხიშვილი ესწრებოდნენ.
1 ივლისი 2014

ლანჩხუთის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თორნიკე თორაძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე გიორგი კობერიძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. წყლის სისტემების რეაბილიტაციის შედეგად ლანჩხუთის მოსახლეობის დიდ ნაწილს ნაცვლად 3-დან-12 საათამდე გრაფიკისა 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოების საერთო ღირებულება 2,703,731.06 ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა.
30 ივნისი 2014

თბილისში ახალი მეტროს მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია

მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს. მინისტრმა და ფონდის დირექტორის მოადგილემ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. ამასთან, ხოკრიშვილმა და დარჩიაშვილმა საზოგადოებას ის ვიზუალური მასალა გააცნეს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორი იქნება მეტრო მშენებლობის დასრულების შემდეგ.
29 ივნისი 2014

ოზურგეთში 30 ათას მოქალაქეს წყალმომარაგების მიწოდების პრობლემა მოუგვარდა

პრემიერ- მინისტრის სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში - გიორგი ჩხაიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი კობერიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 30 ათას მოქალაქეს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარა. წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც ოზურგეთში წლებია არ განხორციელებულა, ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განახორციელა. პროექტის ღირებულება 2,653,428.70 ლარია. რეაბილიტაციის შედეგად ნაცვლად 8 საათიანი გრაფიკისა , მოსახლეობას წყალი 14 საათიან რეჟიმში მიეწოდება. ამასთან გარანტირებული იქნება წყლის ხარისხი.
26 ივნისი 2014

ძეგვის ბაგა-ბაღს მგფ-ის დაკვეთით რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ბაგა-ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამშენებლო სამუშაოებისთვის 138,000.00 ლარი იყო გამოყოფილი. რეაბილიტაციის ფარგლებში გაილესა და შეიღება კედლები, მოეწყო კანალიზაცია, შეიცვალა კარები და იატაკი, გაკეთდა ახალი საპირფარეშო და დამონტაჟდა გამათბობელი. ამჟამად ბაღში 30 აღსაზრდელი დადის. თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ ბაღში დამატებით 110 განაცხადია შესული. სამუშაოებზე 35 ადამიანი იყო დასაქმებული.
26 ივნისი 2014

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის ბაგა- ბაღის რეაბილიტაცია განახორციელა

ქალაქ მცხეთაში ფონდმა გმირის ქუჩაზე მდებარე ბაგა- ბაღის რეაბილიტაცია განახორციელა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 120,635.07 ლარია , რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა კარ-ფანჯრების გამოცვლა, მოეწყო ახალი იატაკი, გაკეთდა საპირფარეშო, სამზარეულო, გაილესა და შეიღება კედლები, დამონტაჟდა გამათბობლები. დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ბაღში 120 აღსაზრდელი დადის. როგორც ბაღის ხელმძღვანელობამ ფონდს აცნობა, შენობის რეაბილიტაციის შემდეგ დამატებით 50-მა მშობელმა გამოთქვა აღნიშნულ ბაღში შვილების შეყვანის სურვილი და დამატებით 50 განაცხადი შევიდა მცხეთის ბაგა- ბაღში. სამუშაოებზე 35 ადამიანი იყო დასაქმებული. შენობასთან ერთად მოხდა ეზოს კეთილმოწყობაც.
26 ივნისი 2014

მგფ-მა სოფელ ქსოვრისის ბაგა-ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით სოფელ ქსოვრისის ბაგა -ბაღის შენობისა და ეზოს რეაბილიტაცია განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 164,136.99 ლარია, რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკი, გაილესა და შეიღება კედლები, მოეწყო კანალიზაცია და გაკეთდა ახალი საპირფარეშოები, დამონტაჟდა გამათბობელი. ამჟამად ქსოვრისის ბაგა-ბაღში 25 აღსაზრდელი დადის. რეაბილიტაციის შემდეგ ბაღში დამატებით 60 განაცხადი შევიდა. სამუშაოებზე 35-40 ადამიანი იყო დასაქმებული.