სიახლეები

11 აპრილი 2017

სოფელ ვაქირში ახალი საავტომობილო გზით ისარგებლებენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალ გზას აშენებს. ამჯერად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში, სადაც საავტომობილო გზა არ არსებობდა , ერთ კილომეტრ სიგრძეზე ექვსი მეტრი სიგანის ასფალტო - ბეტონის გზა იგება, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხები.
25 მარტი 2017

სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 700 000 ლარია. რეაბილიტირებული გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გაგი ბუაძემ დაათვალიერა.
22 მარტი 2017

თელავში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საკანალიზაციო კოლექტორების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 538 000 ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაგი ბუაძე გაეცნო.
15 მარტი 2017

ქობულეთის სანაპიროზე, ზღვაში, ფეკალური მასები აღარ მოხვდება

ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა. ობიექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.
6 მარტი 2017

ბათუმის ნაპირდაცვა და სანაპირო ზოლის მოწყობა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრნენ. პროექტის მიზანია ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისგან დაცვა და აღდგენა - გაფართოება. განსაკუთრებით, აეროპორტის მხარეს და ბათუმის სამხრეთით მდებარე სოფელ ადლიას მონაკვეთზე.
25 თებერვალი 2017

ასურეთში გზისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, შვაბების ქუჩისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორცხიელებს.
20 თებერვალი 2017

მუნიციპალური განვითარების ფონდს EIB-ის მისია ესტუმრა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მისია ეწვია. მისიის წარმომადგენლებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტიონ ბუაძე შეხვდა.
10 თებერვალი 2017

მგფ-ის დირექტორი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გალაქტიონ ბუაძე, პირველ მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად მსოფლიო ბანკის (WB) წარმომადგენლებს შეხვდა.
10 თებერვალი 2017

სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, ძველი კოლმეურნეობის შენობის ბაზაზე, საფეხბურთო სკოლას აშენებს. მშენებლობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელოს რეგიონში ლევან შონია იმყოფებოდნენ.
8 თებერვალი 2017

ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება

ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება. ყოფილი კინოთეატრის „თუთარჩელა“-ს შენობის რეკონსტრუქცია- რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოების ადგილზე გასაცნობად ხობში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე,სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელოს რეგიონში ლევან შონია და ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია იმყოფებოდნენ.