სიახლეები

7 ივნისი 2018

წალკაში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წალკაში განთიადი-დარაკოვი-არწივანი-კუშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა და კუში-ნარდევანის გზის რეაბილიტაციას იწყებს. რეაბილიტირებული გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.
5 ივნისი 2018

ასურეთში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება. პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე გაეცნო.
25 მაისი 2018

კაცხში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო

მუნიციპალური განვითარების ფონდი კაცხში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს იწყებს. ამჟამად, კაცხის სვეტთან, კელიების და მომსახურების ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მამათა საცხოვრებლის რეკონსტრუქცია, ტურისტული სივრცის და ეზოს კეთილმოწყობა.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა და შესაბამისი ქსელის გამართვა, რაც როგორც ბერების, ისე ე. წ. ხარატიშვილის დასახლების ოცამდე ოჯახისთვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.
22 მაისი 2018

ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჭიათურაში საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების განახლება გრძელდება. საბაგირო ტრანსპორტი, ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა.
ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა, სწორედ ჭიათურაში აშენდა. 3 ათეული წელია ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს. ამიტომ, სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა.
16 მაისი 2018

თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი გაიხსნა

ქ. თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია (მუზეუმი და ტერიტორია) დასრულებულია. განახლებული ბატონის მუზეუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სარა მაიკლი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გაგი ბუაძე, კახეთის გუბერნატორ-რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
11 მაისი 2018

ხერთვისის ციხე ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ძირითადი ნაწილი დაასრულა.
პროექტი გასულ წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო და საერთო ღირებულებამ 1,7 მლნ ლარი შეადგინა.
10 მაისი 2018

ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს

ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს. სამუშაო არეალი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მთის კურორტების ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.
8 მაისი 2018

ინფრასტრუქტურული პროექტები აბასთუმანში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აბასთუმანში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისტორიული სახლების რეაბილიტაცია და ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია.
3 მაისი 2018

ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოს გაეცნო. პროექტის განხორციელება მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, წელს დაიწყო და მისი საერთო ღირებულება, დაახლოებით, 12 მილიონი ლარია.
30 აპრილი 2018

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბიზნეს სახლის ტენდერი შეწყვიტა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბიზნეს სახლის ტენდერი შეწყვიტა. ეს ტენდერი ფონდმა 2017 წლის 21 დეკემბერს გამოცხადა, წინადადების მიღება კი 23 იანვარს დასრულდა.