სიახლეები

19 სექტემბერი 2018

წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს სცდება.
17 სექტემბერი 2018

სოფელ მუხრანში საბავშვო ბაღი გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა. დასრულებული სამუშაო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულ-გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ დაათვალიერეს.
15 სექტემბერი 2018

მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, დაბა მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 4.7 მილიონი ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.
7 სექტემბერი 2018

გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს ახორციელებს.
5 სექტემბერი 2018

კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
4 სექტემბერი 2018

ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ჭიათურაში, საბაგირო გზების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღწევს.
3 სექტემბერი 2018

საჩხერის მუნიციპალიტეტში 6 სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საჩხერის მუნიციპალიტეტში, 6 სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 4.4 მილიონი ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
31 აგვისტო 2018

როშკა-არხოტის გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, დუშეთის მუნიციპალიტეტში, როშკა-არხოტის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, 28 კილომეტრიანი გზა მთლიანად გაიჭრა და მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება შეუძლიათ.
28 აგვისტო 2018

დაბა ლაითურში წყალსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურის წყალსადენის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4.7 მილიონი ლარია.

27 აგვისტო 2018

მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თბილისში, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 10 მილიონ ლარს სცდება.