სიახლეები

23 მარტი 2019

დუშეთის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან ერთად დუშეთში ისტორიული უბნის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
22 მარტი 2019

ახალი ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობას იწყებს. ფონდმა 4 საბავშვო ბაღის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
20 მარტი 2019

მგფ-ის დირექტორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია ფრანგული სამშენებლო კომპანიის „Consortsium SADE & VWS ROMANIA“-ს აღმასრულებელ დირექტორს პატრიკ ლელეუს და კომპანიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
20 მარტი 2019

ზარზმის სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმის სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.
18 მარტი 2019

მგფ-მა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები საპროექტო და სამშენებლო სექტორს გააცნო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში, გორში, დაბა სტეფანწმინდაში, თელავის ისტორიულ ნაწილში, სოფელ ველისციხეში, უშგულის თემის სოფლებში ჩვიბიანსა და ჟიბიანში და დაბა მესტიის ლაღამის უბანში საზოგადოებრივ-სარეკრეაციო სივრცეების, ტურისტული ობიექტებისა და მათი ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმების გასაცნობად, ღია კარის დღე გამართა.
15 მარტი 2019

დაგეგმილი პროექტების შესახებ ღია კარის დღე გაიმართება

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, გორში, დაბა სტეფანწმინდაში, თელავის ისტორიულ ნაწილში, სოფელ ველისციხეში და დაბა მესტიის ლაღამის უბანში საზოგადოებრივ-სარეკრეაციო სივრცეების, ტურისტული ობიექტებისა და მათი ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმების გასაცნობად, 18 მარტს, 12 საათზე სასტუმრო ,,რუმსში“ ღია კარის დღეს მართავს. შეხვედრაზე აღნიშნული პროექტებით დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, დაგეგმილი პროექტირება-მშენებლობების პირობებს გაეცნონ.
4 მარტი 2019

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 25 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 29 სკოლიდან 25 სკოლაზე უკვე გამოაცხადა პროექტირებისა და მშენებლობის ტენდერი. სკოლების მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
1 მარტი 2019

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. შეხვედრაზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია ზუგდიდში, წყალტუბოსა და ქუთაისში დევნილთა საცხოვრებელი სახლების 6 ახალი კორპუსის დაგეგმილი მშენებლობების პირობების შესახებ.
28 თებერვალი 2019

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაგეგმილი 29 სკოლის მშენებლობიდან 18-ზე ტენდერი უკვე გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60 მოსწავლეზე გათვლილი შვიდი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
28 თებერვალი 2019

ქობულეთში ნაპირდაცვის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქობულეთში, ნაპირდაცვისა და ბულვარის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია.