სიახლეები

10 ივლისი 2019

ქობულეთის 2 კილომეტრამდე სანაპირო ზოლის აღდგენა დასრულდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან და ცენტრალური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის ახლადაღდგენილი სანაპირო ზოლი დაათვალიერა.
4 ივლისი 2019

საქართველო - იტალიის ბიზნეს ფორუმი

საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმი საქართველოში იტალიის საელჩოს, იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA-ICE), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.
25 ივნისი 2019

დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გეგმავს დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის - ისტორიული მუზეუმის შენობის, ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაციას, ასევე მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობას.
18 ივნისი 2019

მუნიციპალური განვითარების ფონდს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის 70 მილიონი ევრო გადაეცა

დღეს მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ხელი მოაწერეს სასესხო და საპროექტო ხელშეკრულებას 90 მილიონი ევროს ოდენობით „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად.
7 ივნისი 2019

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება.
6 ივნისი 2019

მგფ-ი საგზაო კომპანიების წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღეს გამართავს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, 7 ივნისს, 15:00 საათზე ფონდის შენობაში (მისამართი: აღმაშენებლის #150), საგზაო კომპანიების წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. შეხვედრაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია კომპანიების წარმომადგენლებს დაგეგმილ საგზაო პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.
5 ივნისი 2019

დაბა ურეკში ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია.
5 ივნისი 2019

ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარზე მეტია.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ მუზეუმი პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ დატოვა და მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია მოთავსებული.
3 ივნისი 2019

ინფექციური საავადმყოფოს პროექტი 6 თვის ვადაში მომზადდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებაზე გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს ,, აპექს სტუდიო 1“-ია. კომპანია ვალდებულია 6 თვეში წარმოადგინოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტი.
2 ივნისი 2019

ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია საპროექტო სამუშაოები და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი.