სიახლეები

27 ივნისი 2020

ინფრასტრქუტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S. “ ხელშეკრულება გააფორმა.
26 ივნისი 2020

გელათის მონასტერთან გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
25 ივნისი 2020

ოზურგეთის სკვერისა და ბახმაროს პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს. ფონდმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში დასასვენებელი პარკის და ქალაქ ოზურგეთში სამკუთხა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა
23 ივნისი 2020

როშკა - არხოტის საავტობილო გზის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დუშეთის მუნიციპალიტეტში, როშკა-არხოტის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ხელახალი ტედნერი გამოაცხადა.
23 ივნისი 2020

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 166 სკოლის და 31 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს.
23 ივნისი 2020

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაგეგმილ ტენდერებზე ინფორმაცია სამშენებლო კომპანიებს გააცნო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა სამშენებლო კომპანიებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ დაგეგმილ ტენდერებზე, რომელსაც ფონდი მიმდინარე წლის ბოლომდე გამოაცხადებს.
19 ივნისი 2020

მაია ცქიტიშვილი - ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტები ემსახურება იმას, რომ ყველა რეგიონში შევიდეს მეტი შემოსავალი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით ტაბიძემ სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.
16 ივნისი 2020

გურიის და კახეთის რეგიონში 13 სარეაბილიტაციო სკოლაზე ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას
ფონდმა უკვე დაიწყო სკოლების რეაბილიტაციის ტენდერების გამოცხადება გურიისა და კახეთის რეგიონში.
13 ივნისი 2020

სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კომპლექსური პროექტი დასრულდა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაასრულა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის კომპლექსური პროექტი. 9 კომპონენტიანი პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) 50,6 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.
10 ივნისი 2020

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევს შემოდგომიდან ახალი სკოლა ექნება - სამშენებლო სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა

საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ მეჯვრისხევში 150 ბავშვზე გათვლილი სკოლა შენდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მლნ 400 ათას ლარამდე დაიხარჯება და შემოდგომაზე მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მისაღებად ყველა საჭირო პირობა შეექმნებათ, - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაეცნო.