სიახლეები
6 ოქტომბერი 2020
ფოთში ახალი, უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა სრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ფოთში უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობის და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაოებს ასრულებს.
5 ოქტომბერი 2020
ფოთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 14.5 მილიონი ლარია.
1 ოქტომბერი 2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
დაგეგმილია სკოლის სრული რეაბილიტაცია. კეთილმოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, კომუნიკაციები, სველი წერტილები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
18 სექტემბერი 2020
მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მსოფლიო ბანკის დელეგაცია მიიღო, რომელსაც რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი ხელმძღვანელობს. შეხვედრას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია დაესწრო.
18 სექტემბერი 2020
მარტვილის მუნიციპალიტეტში 6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას.
18 სექტემბერი 2020
სოფელ საღრაშენში სწავლა ახალ სკოლაში დაიწყო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალაშენებულ საჯარო სკოლაში განაახლეს. ახალ სკოლის მშენებლობის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
17 სექტემბერი 2020
სოფელ ბოდბეში სკოლის მოსწავლეები ახალ სკოლაში შეხვდნენ სასწავლო წელს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალაშენებულ საჯარო სკოლაში დაიწყეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ახალი სკოლის მშენებლობა სექტემბერში დაასრულა.
17 სექტემბერი 2020
სოფელ მუხროვანში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში ბავშვებმა სწავლა ახალაშენებულ საჯარო სკოლაში განაახლეს. ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
15 სექტემბერი 2020
ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, განათლების ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით, განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს.
12 სექტემბერი 2020
ოყურეშის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის მისასვლელი და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნულ საავტომობილო გზაზე დაიგება ბეტონის საფარი და მოეწყობა ბეტონის კიუვეტები. გათვალისწინებულია გაბიონების და დამჭერი კედლის სამუშაოები.