სიახლეები
15 ოქტომბერი 2020
იმერეთის 5 სოფლის, მათ შორის, ერთი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ პერევის, მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
13 ოქტომბერი 2020
წყალტუბოში ახალი ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა აშენდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წყალტუბოში, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ასრულებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება.
12 ოქტომბერი 2020
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 5.9 მილიონი ლარით ფინანსდება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
8 ოქტომბერი 2020
სოფელ დარჩელში სკოლის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 1.7 მილიონი ლარით ფინანსდება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
7 ოქტომბერი 2020
სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ახალი საბავშვო ბაღი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მოინახულა.
6 ოქტომბერი 2020
ფოთში ახალი, უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა სრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ფოთში უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობის და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაოებს ასრულებს.
5 ოქტომბერი 2020
ფოთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 14.5 მილიონი ლარია.
1 ოქტომბერი 2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
დაგეგმილია სკოლის სრული რეაბილიტაცია. კეთილმოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, კომუნიკაციები, სველი წერტილები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
18 სექტემბერი 2020
მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მსოფლიო ბანკის დელეგაცია მიიღო, რომელსაც რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი ხელმძღვანელობს. შეხვედრას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია დაესწრო.
18 სექტემბერი 2020
მარტვილის მუნიციპალიტეტში 6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას.