სიახლეები

30 ნოემბერი 2021

ახალციხეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქ ახალციხეში, 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
28 ნოემბერი 2021

ზუგდიდში 600 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცა

ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის, უპრეცედენტოდ მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებლის მფლობელი კიდევ 600 დევნილი ოჯახი გახდა.
27 ნოემბერი 2021

ქალაქ ზუგდიდში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას.
ფონდი ქალაქ ზუგდიდში აკაკი წერეთლის სახელობის 1 და 12 საჯარო სკოლების სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
25 ნოემბერი 2021

ზუგდიდში ახალი სპორტული კომპლექსი შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის 11.3 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ ზუგდიდში სპორტულ კომპლექსს აშენებს.
25 ნოემბერი 2021

ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება

ქალაქ ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტ-კომპლექსი შენდება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.
21 ნოემბერი 2021

მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია

პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის, ცხრავე მუნიციპალიტეტში პროექტები დაწყებულია.
19 ნოემბერი 2021

სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია

პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტში სამუშაოები მიმდინარეობს.
16 ნოემბერი 2021

სამცხე ჯავახეთის რეგიონში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია

პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთში დაწყებულია ბორჯომის, ადიგენის, ახალციხის, ახალქალაქისა, ასპინძის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
12 ნოემბერი 2021

სამცხე-ჯავახეთში სამი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის მუნიციპალიტეტში კიდევ 3 ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
3 ნოემბერი 2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდში 450 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას აშენებს. სკოლის მშენებლობის პროცესს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე გაეცნო.