სიახლეები
8 აპრილი 2022
ირაკლი ქარსელაძე-რუსთავში ,,განახლებული რეგიონების“ პროექტების პირველი ფაზის სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ქალაქ რუსთავში აქტიურ ფაზაშია.
6 აპრილი 2022
სოფელ გეგუთში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
3 აპრილი 2022
ქობულეთში ახალი ბულვარი შენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქობულეთში აქტიურად მიმდინარეობს 900 მეტრამდე სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები.
18 მარტი 2022
ინფრასტრუქტურის სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 3 მილიარდ 861 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტებს ახორციელებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორს, ევგენი ჟუკოვს შეხვდნენ.
10 მარტი 2022
შეხვედრაზე რუსთავის საჯარო სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძეს და საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.
23 თებერვალი 2022
ქუთაისში საცურაო აუზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის აუზს აშენებს.
12 თებერვალი 2022
ირაკლი ქარსელაძე - რუსთავის სპორტკომპლექსი რეგიონში სპორტის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სივრცე იქნება
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში თანამედროვე სტანდარტების სპორტკომპლექსს აშენებს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით ტაბიძე ადგილზე გაეცნენ.
11 თებერვალი 2022
ირაკლი ქარსელაძე - კახეთში საგზაო, მუნიციპალური და წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვაქვს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ კახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.
9 თებერვალი 2022
ირაკლი ქარსელაძე-,,განახლებული რეგიონების“ პროგრამა არის ახალი შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის მკვიდრთათვის და ასევე ბიზნესის განვითარებისთვის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.
29 იანვარი 2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 3 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქ. ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის, სოფელ ლესას და სოფელ გულიანის საჯარო სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.