საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს

11 მარტი 2015

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების  ფონდს, ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. ილია დარჩიაშვილი ფონდის  აღმასრულებელ დირექტორად საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015  წლისმარტის  ბრძანების საფუძველზე დაინიშნაილია დარჩიაშვილი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში  2014 წლიდან მუშაობს. აქამდე დარჩიაშვილი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შესაბამისად, ის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების  პროექტებსა  და საქმიანობას დეტალურად იცნობს.

ილია დარჩიაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდამდე,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, კერძოდ, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი იყო ;  2006-2012 - წლებში / ბანკირესპუბლიკაჯგუფისოსიეტე  ჟენერალიფილიალის მმართველი; 2004-2006 - წლებში  / ბანკირესპუბლიკაჯგუფისოსიეტე  ჟენერალიფიზიკური პირები მომსახურების განყოფილების უფროსი; 2003 წელს კი საქართველოს  კულტურის სამინისტროში, საფინანსო დეპარტამენტის ანგარიშგების მენეჯერი.

ილია დარჩიაშვილი თავისუფლად ფლობს ქართულპოლონურ, რუსულ და ინგლისურ  ენებს. 1998-2004 წლებში ილია დარჩიაშვილმა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამთავრა, 2008-2011 წლებში გრენობლის ბიზნესის სკოლა, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრიხარისხი აიღო.

ილია დარჩიაშვილმა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ამაშუკელი  შეცვალა, რომელიც საქმიანობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს.