6 სოფლის მოსახლეობა სიღნაღსა და წნორს განახლებული გზით დაუკავშირდება

25 თებერვალი 2015

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისიღნაღის მუნიციპალიტეტშის სოფლების ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი, რომლის  ღირებულება  2 831 384,37 ლარია, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებზე  40 ადამიანია დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ამაშუკელი, კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი შიოლაშვილთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში გზის საფარისმიწის ვაკისის, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის კიუვეტების, ლითონის მილების მოწყობა და გვერდულების გაწმენდა მიმდინარეობს. ასევე, ეზოს შესასვლელებთან არსებული დაზიანებული მილების დემონტაჟი  ხორციელდება.    

არსებული გზა, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის 6-ზე მეტ სოფელს წნორთან და სიღნაღთან  აკავშირებს, მთლიანად ამორტიზებული იყო. მას რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შედეგად, 6 სოფლის  მოსახლეობა, ახალი და კომფორტული გზით შეძლებს გადაადგილებას. გზის აღდგენა გააადვილებს მგზავრობას წნორამდე და სიღნაღამდე - კახეთის მნიშვნელოვან სავაჭრო და ტურისტულ ცენტრებამდე. ამასთან, აღნიშნული სოფლებისთვის ეს გზა უმოკლესია დედაქალაქთან დასაკავშირებლად.