მგფ-ის მხარდაჭერით თბილისში ურბანული მობილურობის ფორუმი გაიმართა

3 დეკემბერი 2014

 შევცვალოთ  თბილისი მდგრადი ურბანული მობილურობის ხელშეწყობის გზით“- ამ თემაზე სასტუმროტიფლის პალასში 3-5 დეკემბერს  თბილისის 2014 წლის  ურბანული მობილურობის ფორუმი იმართება. ფორუმი დღეს გაიხსნა და მის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ტარიელ გუგავა და აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების უფროსი  სპეციალისტი ბერტრან გოალუ ესწრებოდნენ. 


სამდღიანი ფორუმ ორგანიზატორები თბილისის მერია და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი არიან . ფორუმი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით იმართება.

ფორუმის მიზანი  უახლოეს მომავალში  თბილისის უფრო მდგრად ურბანულ მობილობაზე გადასვლის ვარიანტების განხილვა, რომელიც თბილისის მთავრობის ბოლო ინიციატივებსა და საერთაშორისო გამოცდილებას დაეყრდნობა.  ფორუმზე იმსჯელებენ საცობების კუთხით არსებულ მწვავე მდგომარეობასა და გამომწვევ მიზეზებზე, რათა მომზადდეს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეტაპობრივად მდგომარეობის განმუხტვა. მისივე თქმით, მთავარი მიზანია, ქალაქი ისე განვითარდეს, რომ მოხდეს მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარება. რაც ხელს შეუწყობს საცობებისა და ქალაქში გამონაბოლქვის შემცირებას ფორუმში სხვადასხვა ქვეყნის სატრანსპორტო დარგის ექსპერტები მონაწილეობენ. ექსპერტები თბილისში საკუთარი ქვეყნის გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდნენ.