დავით შავლიაშილმა ზუგდიდში ცენტრალური ქუჩის 2 კმ-იანი რეაბილიტირებული გზა გახსნა

12 ნოემბერი 2014

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხუბულავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული 2 კმ-იანი გზა  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილესთან, ილია დარჩიაშვილთან, და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას  გაესაუბრა.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხუბულავას ქუჩის რეაბილიტაციის საერთო ღირებულება  4 მილიონი ლარია. მგფ-მა პოექტი მსოფლიო ბანკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელა.  კერძოდ, სამუშაოებისთვის 1, 200 ათასი ლარი მსოფლიო ბანკმა გამოყო, 2, 800 ათასი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ხუბულავას ქუჩა ზუგდიდში  ყველაზე დიდი ქუჩაა და მისი  სიგრძე 2 კმ -ია,  ქუჩის რეაბილიტაციის გარდა მოხდა სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია.  აღნიშნული გზა 4 ზოლიანია , წლების განმავლობაში ზუგდიდელებს აღნიშნული ქუჩით გადაადგილება  პრობლემას უქმნიდათ  ვინაიდან გზა სრულად ამორტიზირებული იყო და ძალიან მძიმე მდგომარეობაში უხდებოდათ გადაადგილება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ პრობლემა მოგვარებულია და მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გზით გადაადგილდება.

რეაბილიტირებული 2 კილომეტრიანი გზა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ანაკლიასა და განმუხურთან აკავშირებს. აღნიშნული გზით გადაადგილება  ზუგდიდიდან ანაკლიამდე გზას ამოკლებს და მოკლე დროში ხდება ორ მუნიციპალიტეტთან დაკავშირება. ამასთან, რეაბილიტირებული გზა 5-ზე მეტს სოფელს აკავშირებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან.