დავით შავლიაშვილი და გიორგი ამაშუკელი გერმანული საპროექტო და სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

3 ოქტომბერი 2014

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე და ამავდროულად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი  გიორგი ამაშუკელი, ბერლინში, გერმანიის წამყვანი საპროექტო და სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იმ თანამედროვე პროექტირებისა და მშენებლობის ახალი ტექნოლოგიების გაცნობა იყო , რომელიც ევროპაში გამოიყენება.

დავით შავლიაშვილმა და გიორგი ამაშუკელმა, მასპინძლებთან ერთად, რამდენიმე სამშენებლო მოედანი მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ თანამედროვე მშენებლობის ახალ ტექნოლოგიებს.