პროექტ „ოქრის გზის“ ფარგლებში ალავერდის მონასტერის ტერიტორიაზე „მაწვნის სახლი“ გაიხსნა

16 სექტემბერი 2014

 დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა,  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა  და ალავერდის მონასტრის მიტროპოლიტმა დავით მახარაძემ,  კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ალავერდში „მაწვნის სახლის“ პრეზენტაცია გამართეს.

 „მაწვნის სახლის „ პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის  მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია,   რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - დიმიტრი ქუმსიშვილი და დავით ლეჟავა. ღონისძიებას ესწრებოდა ქალაქ თბილისის მერის მოადგილე  გიორგი სოლომონია, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის  დირექტორის მოადგილეები ილია დარჩაშვილი და თორნიკე თორაძე,  გახსნას დაესწრო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

კახეთის განვითარების პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2012 წლიდან ხორციელდება, პროექტის განხორციელებისთვის 60 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი.  „მაწვნის სახლის“ მშენებლობა -აღჭურვის ღირებულება კი 935 000.00 ლარია.  მშენებლობაზე  50 ადამიანი იყო დასაქმებული.

 კახეთის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ალავერდის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა, პროექტის ფარგლებში აშენდა და აღიჭურვა  „მაწვნის სახლი“, რომელიც ალავერდის მონასტრის მიმდებარედ, თუშეთის დაცული ტერიტორიებისკენ  მიმავალ გზაზე მდებარეობს.

 მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული, რეგიონული განვითარების პროექტის ერთ-ერთი მიზანია წვლილი შეიტანოს მატერიალური და  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. თუშეთის დაცული ტერიტორიებისკენ მიმავალ ტურისტებს, „მაწვნის სახლის“ და მთლიანად, ალავერდის სამონასტრო მეურნეობის საშუალებით, შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ  თუშეთისა  და  კახეთის ძირძველ ტრადიციებს.

 პროექტის ძირითადი ბენეფიციარები  კახეთის მოსახლეობა და რეგიონში ჩასული ტურისტები არიან, რომელთაც შესაძლებლობა  ექნებათ გაუმჯობესებულ პირობებში  გაეცნონ რეაბილიტირებულ  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ისარგებლონ  ძეგლების მიმდებარედ  გამართული ინფრასტრუქტურით.

  „მაწვნის სახლის“ აშენების მთავარი მიზანი ქართული ძირძველი ტრადიციების შენარჩუნებაა, სადაც ბუნებრივ დედოზე დამზადებული მაწონი, ხავიწი, ალავერდის მეფუტკრეთა თაფლი, ბუნებრივ საფუარზე დამზადებული ქართული ხორბლის შოთის პური, ადგილობრივი წარმოების გუდის ყველი და ქვევრის ღვინის წარმოება ხდება. ქვევრის ღვინოს დაყენების უძველეს მეთოდს, იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე მიენიჭა.  აღსანიშნავია, რომ „მაწვნის სახლში“ უკვე დასაქმებულია  ალავერდის მონასტრის მრევლი და ადგილობრივი მოსახლეობა,  „მაწვნის სახლის“ სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ  ჯამში 30-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

 „მაწვნის სახლი“  კახეთის განვითარების პროექტით გათვალისწინებული პირველი დასრულებული ობიექტია  იმ  10  ობიექტიდან, რომელთა დასრულება 2015 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

 „დღეს მოვინახულეთ „მაწვნის სახლი“, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.  ჩვენი სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას. აღნიშნული პროექტის განხორციელება  ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას ასევე ქვეყანაში  ტურიზმის განვითარებას.  ჩვენი სამინისტრო და ფონდი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და ერთობლივად რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს ნაყოფიერი და აქტიური თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტქუტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა .

 პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა   მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალმა: 

 „პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები არიან კახეთის მოსახლეობა და ტურისტები, რომლებიც ისარგებლებენ უკეთესი მუნიციპალური მომსახურებით, აღდგენილი ისტორიული ძეგლებით და განახლებული ნაგებობებით. ყოველივე ეს გააუმჯობესებს რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების დონეს და შემოსავლებს. მთლიანობაში, პროექტი დაეხმარება რეგიონის ეკონომიკის აღორძინებას, გააუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების დონეს და მოიზიდავს მეტ სტუმარს,“- აღნიშნა „მაწვნის სახლის„ მონაულებისას მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.